ლოკოკინას მუცინით გამდიდრებული გამწმენდი ქაფი
ლოკოკინას მუცინის ფილტრატით (360 მგ) გამდიდრებული გამწმენდი ქაფი ეფექტურად აშორებს კანის ზედაპირზე დაგროვილ დაბინძურებას და ღრმად წმენდს ფორებს. უხვი და ნაზი ქაფი ხელს უწყობს კანის სისუფთავის შენარჩუნებას, ხოლო მუცინის შემადგენლობა კანს დაბანის შემდეგაც უნარჩუნებს დატენიანებას, სირბილესა და გლუვ იერს.
დაიტანეთ საჭირო რაოდენობა ხელისგულზე, ააქაფეთ, შემდეგ ნაზად გაიწმინდეთ სახე მასაჟისებური მოძრაობებით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.