About Product
ვიტაგამა D3 5.600 ს.ე. არის ვიტამინი, რომელიც შედგება 5.600 საერთაშორისო ერთეული (ქოლეკალციფეროლი) D3 ვიტამინისგან.
D ვიტამინი - რომელსაც აგრეთვე უწოდებენ „მზის ვიტამინს“ - არის ვიტამინი, რომელიც მზის ულტრაიისფერი სხივების დახმარებით წარმოიქმნება კანში, შედის ადამიანის ორგანიზმში სხეულის ზედაპირიდან და ღვიძლსა და თირკმელებში გარდაიქმნება აქტიურ ფორმაში (1,25 - დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლი). გარდა ამისა D ვიტამინის მიღება შესაძლებელია საკვები დანამატის სახით. საუკეთესო საშუალებაა ამისთვის ცხიმიანი ქაშაყი, სკუმბრია, ცილა, ღვიძლი და აგრეთვე სოკო.
ჩვენებები:
D ვიტამინი მნიშვნელოვანია ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დროულად ვუზრუნველყოთ ჩვენი ორგანიზმი D ვიტამინით. ვიტაგამას მიღება რეკომენდირებულია მაშინ, როდესაც ვერ ხერხდება ბუნებრივი გზით D ვიტამინის მიღება, მაგ.: გარკვეული მიზეზების გამო ვერ იღებთ მზის სხივებს და შესაბამის საკვებს.
D ვიტამინის საკმარისი რაოდენობა ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი მიზეზების გამო:
•ორგანიზმმა მიიღოს მინერალები კალციუმი და ფოსფორი, შესაბამისად სისხლში შენარჩუნდეს კალციუმის საკმარისი დონე
•კბილების, ძვლებისა და კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისთვის
•უჯრედოვანი შრის გამტარიანობისათვის
•იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის
მოხმარების წესი:
იმისათვის, რომ ხანგრძლივი ვადით ვუზრუნველყოთ ორგანიზმი D ვიტამინით, რეკომენდირებულია მივიღოთ ის რეგულარულად, წელიწადის დროისა და მზის აბაზანების მიუხედავად. რადგან D ვიტამინი როგორც ცხიმში ხსნადი ვიტამინი ცხიმოვან ქსოვილში ინახება, არ არის მისი ყოველდღიური მიღება აუცილებელი.
ვიტაგამა D3 5600 ს.ე.1 ტაბლეტში შეიცავს 140სგ (5.600 ს.ე.) D3 ვიტამინს.
კვირაში ერთხელ ვიტაგამა D3 5600 ს.ე.-ს თითო ტაბლეტის მიღება უზრუნველყოფს თქვენს ორგანიზმს D ვიტამინით ხანგრძლივი დროით.
ტაბლეტი მიიღეთ სითხესთან ერთად ჭამის დროს, გადაყლაპეთ მთლიანად, არ დაღეჭოთ.
შემადგენლობა:
შემავსებელი ნივთიერება: მიკროკრისტალური ცელულოზა, D ვიტამინის კონცენტრატი (ჟელატინი, შაქარი, სიმინდის სახამებელი), სოიოს ზეთი ნაწილობრივ გამკვრივებული, ქოლეკალციფეროლი (D3 ვიტამინი), ანტიოქსიდანტები ალფა ტოკოფეროლი), შემავსებელი ნივთიერება: პოლივინილპიროლიდონი და სილიციუმის დიოქსიდი, სტაბილიზატორი: ტალკი და ცხიმიანიმჟავის მონო- და დიგლიცერიდი, შემავსებელი ნივთიერება: ნატრიუმის კარბოქსიმეთილის ცელულოზა
- გლუტენის და ლაქტოზას გარეშე
- კონსერვანტების და საღებავების გარეშე
შენახვის პირობები:
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ პრეპარატი მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25C.
Show More
More Info
121399
Generic
cholecalcipherol /vit D-3/