ერექციის დისფუნქციის მკურნალობა, რაც განისაზღვრება როგორც სასქესო აქტის განსახორციელებლად ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა; სილდენაფილის სპეციფიკური მოქმედებისათვის საჭიროა სექსუალური აგზნება; პრეპარატი არ არის ნაჩვენები ქალებისათვის. მიღების წესი და დოზირება:
ტაბლეტები მიიღება პერორალურად.
გამოყენება მოზრდილებში: რეკომენდებული დოზაა 50 მგ, რომელსაც საჭიროებისამებრ ღებულობენ სექსუალურ ქმედებამდე ერთი საათით ადრე. ეფექტურობის და ამტანობის გათვალისწინებით დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე, ან შემცირდეს 25 მგ-მდე. პრეპარატის მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 100 მგ., ხოლო მიღების მაქსიმალური სიხშირეა - ერთხელ დღეში. საკვებთან ერთად მიღებისას სილდენაფილის აქტივობა შეიძლება გამოვლინდეს უფრო გვიან, უზმოზე მიღებასთან შედარებით.
გამოყენება ხანდაზმულ პირებში: ვინაიდან ხანდაზმულ პირებში სილდენაფილის კლირენსი შემცირებულია, საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს 25 მგ. ეფექტურობის და ამტანობის გათვალისწინებით დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 და 100 მგ-მდე.
გამოყენება ბავშვებში: პრეპარატი არ არის ნაჩვენები 18 წლამდე ასაკის პაციენტებისათვის.
გვერდითი მოვლენები:
თავის ტკივილი, წამოხურების შეგრძნება, თავბრუსხვევა, დისპეფსია, ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, მხედველობის დარღვევა (მსუბუქი და გარდამავალი ხასიათის, რაც გამოიხატება ფერების და სინათლის აღქმის ცვლილებაში და მხედველობის დაბინდვაში), პრიაპიზმის შემთხვევები. შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არ აუმეტეს 300C ტემპერატურაზე, ნესტისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.