Viagra tab 100mg #4 /TR/
Viagra tab 100mg #4 /TR/

Viagra tab 100mg #4 /TR/

თურქეთი

ფაიზერი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Sildenafilum

შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: სილდენაფილი (სილდენაფილის ციტრატის სახით) 25, 50 ან 100 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი (უწყლო), ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ფირფიტოვანი საფარველი Opadry ® ცისფერი და Opadry ® გამჭვირვალე.
აღწერილობა
ცისფერი, ფირფიტოვანი გარსით დაფარული, რომბისებრი ფორმის ტაბლეტები, ოდნავ ორმხივამობურცული ჩამოჭრილი და მომრგვალებული კიდეებით, ერთ მხარეზე დასმულია “Pfizer”, ხოლო მეორეზე – “VGR 25”, “VGR 50” და “VGR 100” შესაბამისად.

ჩვენებები
სამკურნალოდ ერექციის დარღვევების დროს, როდესაც მოშლილია სასქესო ასოს ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების უნარი, რაც აუცილებელია დამაკმაყოფილებელი სქესობრივი აქტისთვის.
სილდენაფილი ეფექტურია მხოლოდ სექსუალური სტიმულაციის არსებობის პირობებში.

მიღების წესები და დოზები
გართულებების თავიდან ასაცილებლად მიიღება მკაცრად ექიმის დანიშნულებით!
რეკომენდებული დოზა პაციენტების უმეტესობისთვის არის 50 მგ შიგნით მისაღებად, დაახლოებით 1 საათით ადრე სექსუალურ აქტივობამდე. პრეპარატის ეფექტურობისა და ამტანობის გათვალისწინებით დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე ან შემცირდეს 25 მგ-მდე. მიღების მაქსიმალური რეკომენდებული ჯერადობა – დღეში ერთხელ.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის მსუბუქი და საშუალო ხარისხის (კრეატინინის კლირენსი 30-80 მლ/წთ) დროს დოზის კორექცია არ არის საჭირო, თირკმლის მძიმე უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი ≤ 30 მლ/წთ) დროს – დოზას აქვეითებენ 25 მგ-მდე.
ღვიძლის უკმარისობა
პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის უკმარისობის დროს დოზა შეიძლება შემცირდეს 25 მგ-მდე.
გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
რიტონავირთან ერთად გამოყენებისას მაქსიმალური ერთჯერადი დოზა უნდა შეადგენდეს 25 მგ-ს, არაუხშირეს ერთხელ 48 საათში (იხ. “ურთიერთქმედება”).
ციტოქრომ P450–ის 3A4–ის ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას (როგორიცაა ერითრომიცინი, საკვინავირი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი) საწყისი დოზა შეადგენს 25 მგ-ს. (იხ. “ურთიერთქმედება”).
ალფა-ადრენობლოკერების მიღების შემთხვევაში, პოსტურალური ჰიპოტენზიის რისკის მინიმიზაციის მიზნით სილდენაფილის მიღება ასეთ პაციენტებში შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასტაბილიზდება ჰემოდინამიკა. ამას გარდა, განიხილება სილდენაფილის საწყისი დოზის შემცირების საკითხიც. (იხ. “ურთიერთქმედება”).
ხანდაზმული პაციენტები – დოზის კორექცია არ არის საჭირო.

უკუჩვენება
პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
სილდენაფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტს, ამიტომ, მისი გამოყენება უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებიც მუდმივად ან გარკვეული ინტერვალებით ღებულობენ აზოტის ოქსიდის დონატორებს, ორგანულ ნიტრატებს ან ნებისმიერი ფორმის ნიტრატებს (იხ. “ურთიერთქმედება”).
სიფრთხილით: სასქესო ასოს ანატომიური დეფორმაცია (მათ შორის, ანგულაცია, კავერნოზული ფიბროზი ან პეირონის დაავადება), დაავადებები, რომლებიც განაწყობს პრიაპიზმისკენ (როგორიცაა ნამგლისებრ-უჯრედებიანი ანემია, მრავლობითი მიელომა, ლეიკოზი, თრომბოციტემია), სისხლდენით მიმდინარე დაავადებები, წყლულოვანი დაავადების გამწვავება, მემკვიდრეობითი პიგმენტური რეტინიტი, გულის უკმარისობა, არასტაბილური სტენოკარდია, ბოლო 6 თვეში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი ან სიცოცხლისთვის საშიში არითმიები, არტერიული ჰიპერტენზია (არტერიული წნევა > 170/100 მმ ვცწყ. სვეტი), ან ჰიპოტონია (არტერიული წნევა < 90/50 მმ ვცწყ. სვეტი).
18 წლამდე ასაკი
რეგისტრირებული ჩვენებით პრეპარატი არ არის გამოსაყენებლად გამიზნული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
Show More
More Info
Brand
ფაიზერი
Country
თურქეთი
Generic
sildenafil
Dose
100მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
4
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page