ValuRest forte caps #20

ValuRest forte caps #20

იტალია

ვალუმედი
About Product

შემადგენლობა: 1 კაფსულის შემადგენლობაში შედის 10 მილიარდი აქტიური პრობიოტიკის 8 შტამი: Lactobacillus Rhamnosus, Lactobacillus Bulgaricus, Lactobacillus Casei, Lactobacillus Plantarum, Lactobacillus Acidophilus, Bacillus Coagulans, Bificobacterium Lactis, Bifidobacterium Breve, ფრუქტოოლიგოსაქარიდები - 350 მგ. დამხმარე ნივთიერებები: სილიკო-მანგანუმი, მაგნიუმის სტეარატი, მალტოდექსტრინი, ბუნებრივი ჟელატინის კაფსულები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალება.

ჩვენებები: დისბაქტერიოზი და მისი სიმპტომები. ანტიბიოტიკებისა და ქიმიოთერაპიული საშუალებების მიღებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა, კვების რაციონის შეცვლასთან და მოგზაურობასთან დაკავშირებული ნაწლავების ტრანზიტორული დისფუნქცია - შეკრულობა, ფაღარათი. საჭმლის მონელების დარღვევა: ფაღარათი, შეკრულობა, გულისრევა, ღებინება, ბოყინი, შებერილობა, ტკივილი მუცლის არეში. მწვავე და ქრონიკული გასტროენტერიტი, კოლიტი, ენტეროკოლიტი.

დოზირება და მიღების წესი: შიგნით მისაღებად ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით. დოზირება: ერთი კაფსულა ერთხელ დღეში ბავშვებში. ერთი კაფსულა ორჯერ დღეში მოზრდილებში.

გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები: ფრუქტოოლიგოსაქარიდები არ იშლებიან საჭმლის მომნელებელი მჟავების ზემოქმედებით და უცვლელი სახით აღწევენ ნაწლავის ქვედა ნაწილამდე.

გარეგნული სახე და შეფუთვა: ?20 კაფსულა.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ვალუ მედ ფარმა ს.რ.ლ. იტალია.
Show More
More Info
Brand
ვალუმედი
Country
იტალია
Generic
lactobacillus+bifidobacterium+fructooligosacharide
Form
კაფსულა
Quantity
20
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page