About Product
დასახელება - კატაბალახას ნაყენი 25 მლ /უკრ/ #1
ფარმაკოლოგიური მოქმედება: კატაბალახას ფესურასა და ფესვებში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ეთერზეთები, ვალერიანის და იზოვალერიანის მჟავა, ბორნეოლი, ალკალოიდები) ამცირებენ ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებადობას, აძიერებენ საძილე და სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედებას.
ჩვენება: სხვადასხვა ფორმის ნევროზები: ვეგეტონევროზი, კლიმაქტერული ნევროზი; აგზნებულობა, უძილობა, დაძაბულობა.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად.
მოზრდილებში - 20-30 წვეთი 3-4-ჯერ დღეში. ბავშვებში - იმდენი წვეთი, რამდენი წლისაც არის ბავშვი.
Show More