ჩვენებები: კანის ზედაპირის სოკოვანი ინფექციების საწყისი ან ეტაპობრივი მკურნალობა, თანმხლები, გამოხატული ანთებითი ან ეგზემის მსგავსი კანის სიმპტომებით (მაგ.: ხელებისა და ტერფების თითებშუა უბნებზე, ასევე საზარდულისა და სასქესო ორგანოების არეებზე).
უკუჩვენებები: პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. კანის ტუბერკულოზი, სიფილისის კანის მხრივი გამოვლინებები, კანის ვირუსული დაზიანებები (ჩუტყვავილა, სარტყლისებრი ლიქენი), ვარდისფერი აკნე (როზაცეა), პერიორალური დერმატიტი, ასევე კანის პოსტ-ვაქცინაციური რეაქციები იმ უბნებზე, რომლებიც ექვემდებარებიან იზოვეფი კრემით დამუშავებას. გამოყენების წესი და დოზები: იზოვეფი კრემი კანის დაზიანებულ უბნებზე დაიტანება დღეში 2-ჯერ. კანზე ანთებითი ან ეგზემატოზური დაავადებების სიმპტომების ალაგების შემდეგ ან მკურნალობის დაწყებიდან მაქსიმუმ 2 კვირაში და კორტიკოსტეროიდების არშემცველი კრემის გამოყენებამდე იზოვეფი კრემით მკურნალობა უნდა შეწყდეს. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პრეპარატის საზარდულისა და გენიტალიის უბნებზე გამოყენების შემთხვევაში.
შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.