Sitagliptin Grindeks 100mg film-coated tablets №28
Sitagliptin Grindeks  100mg film-coated tablets №28

Sitagliptin Grindeks 100mg film-coated tablets №28

ლატვია

გრინდეკსი
About Product
Sitagliptin Grindeks 100 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

Sitagliptin Grindeks შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სიტაგლიპტინს, იგი მიეკუთვნება DPP-4 ინჰიბიტორების (დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4 ინჰიბიტორები) მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ამცირებენ შაქრის დონეს სისხლში შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2 დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში.
ეს წამალი ხელს უწყობს საჭმლის მიღების შემდეგ გამომუშავებული ინსულინის დონის გაზრდას და ამცირებს ორგანიზმში წარმოქმნილი შაქრის რაოდენობას.

თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ ეს წამალი, რათა დაგეხმაროთ სისხლში შაქრის დონის შემცირებაში, რაც ძალიან მაღალია თქვენი დიაბეტი ტიპი 2-ის გამო. ამ მედიკამენტის გამოყენება შესაძლებელია მონოთერაპიაში ან სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში (ინსულინი, მეტფორმინი, სულფონილურეა ან გლიტაზონი), რომლებიც ამცირებენ სისხლში შაქრის დონეს, რომელსაც შესაძლოა უკვე ღებულობთ დიაბეტის გამო კვების და ვარჯიშის გეგმასთან ერთად.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
პანკრეასის ანთების (პანკრეატიტი) შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში რომლებიც ღებულობდნენ Sitagliptin Grindeks

თუ გამოგივლინდათ ბუშტუკები კანზე, ეს შეიძლება იყოს მდგომარეობა სახელწოდებით ბულოზური პემფიგოიდი. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ Sitagliptin Grindeks მიღების შეწყვეტა.

უთხარით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ან გქონდათ:
- პანკრეასის დაავადება (როგორიცაა პანკრეატიტი)
- ნაღვლის ბუშტში კენჭები, ალკოჰოლზე დამოკიდებულება ან ტრიგლიცერიდების ძალიან მაღალი დონე (სიმსუქნის ფორმა) სისხლში. ამ სამედიცინო მდგომარეობებს შეუძლიათ გაზარდონ პანკრეატიტის განვითარების შანსი (იხილეთ პარაგრაფი 4).
- დიაბეტი ტიპი 1
- დიაბეტური კეტოაციდოზი (გართულებული დიაბეტი სისხლში შაქრის მაღალი შემცველობით, წონის სწრაფი კლებით, გულისრევით ან ღებინებით)
- თირკმელთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემები აწმყოში ან წარსულში
- ალერგიული რეაქცია Sitagliptin Grindeks მიმართ

ბავშვები და მოზარდები
18 წლამდე ასაკის მოზარდებმა და ბავშვებმა არ უნდა გამოიყენონ ეს მედიკამენტი. იგი არ არის ეფექტური 10-დან 17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. უცნობია, არის თუ არა ეს მედიკამენტი უსაფრთხო და ეფექტური 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას.

ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსული ან მეძუძური დედა, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ რამეში დარწმუნებული.
ჩვეულებრივი რეკომენდირებული დოზაა
- ერთი 100 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი
- დღეში ერთხელ
- პერორალურად

თუ გაქვთ პრობლემები თირკმელებთან, ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზები (როგორიცაა 25 მგ ან 50 მგ).

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ეს მედიკამენტი საკვებთან და სასმელთან ერთად ან მათ გარეშე. Sitagliptin Grindeks 50 მგ და 100 მგ აპკით შემოგარსულ ტაბლეტებს აქვთ გამყოფი ხაზი ერთ მხარეს. ეს ხაზი განკუთვნილია მხოლოდ გატეხვის გამარტივებისთვის იოლად გადაყლაპვის მიზნით, და არა თანაბარ დოზებად გაყოფისთვის.

თქვენს ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ მხოლოდ ეს წამალი, ან მასთან ერთად სხვა გარკვეული წამლებიც, რომლებიც ამცირებენ სისხლში შაქრის დონეს.

დიეტას და ვარჯიშს შეუძლია დაეხმაროს თქვენს ორგანიზმს უკეთ გამოიყენოს შაქარი სისხლში. მნიშვნელოვანია დაიცვათ დიეტა და ჩაიტაროთ თქვენი ექიმის მიერ რეკომენდირებული ვარჯიში Sitagliptin Grindeks მიღების დროს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი Sitagliptin Grindeks
ამ წამლის დანიშნულზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
Show More
More Info
Brand
გრინდეკსი
Country
ლატვია
Generic
sitagliptin
Dose
100მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page