Saniens D3 spray oral 4000ui 50ml #1
Saniens D3 spray oral 4000ui 50ml #1

Saniens D3 spray oral 4000ui 50ml #1

რუმინეთი

სანიენსი
About Product
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): colecalciferol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები → D ჯგუფის ვიტამინები → D3 ვიტამინის პრეპარატები
შემადგენლობა:

2 შესხურება შეიცავს 4000 სე ქოლეკალციფეროლს (100 მკგ / სპრეი = 0.4 მლ);
1 კოლოფი სანიენსი D3 სპრეი - 4 თვის დოზა (125 შესხურება 50მლ-ში)
1 შესხურება შეიცავს 2000 სე ქოლეკალციფეროლს ( 50 მკგ / სპრეი = 0.2 მლ);
1 კოლოფი სანიენსი D3 სპრეი - 8 თვის დოზა (250 შესხურება 50 მლ-ში).
დამატებითი ინგრედიენტები: გაწმენდილი წყალი, ქსილიტოლი, ქსანტანის რეზინა, ვიტამინი D3 / ქოლეკალციფეროლი (ცხვრის მატყლის ლანოლინიდან), ფორთოხლის არომატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, კალიუმის სორბატი.
სანიენსი D3 სპრეი შეიცავს ნატურალურ D3 ვიტამინს და ქსილიტოლს, რაც ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას, აქვს სასიამოვნო ფორთოხლის გემო.


სანიენსი D3 სპრეი ხელს უწყობს:
• იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
• ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებას
• კუნთოვანი სისტემის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას
• კალციუმის და ფოსფორის ნორმალურ შეწოვას ორგანიზმში
• ჯანმრთელი კბილების შენარჩუნებას
• სისხლში კალციუმის ნორმალური დონის შენარჩუნებას

სანიენსი D3 სპრეი რეკომენდებულია:
- მთელი წლის განმავლობაში, როდესაც ზაფხულში კანზე მზის ადექვატური ზემოქმედების არარსებობის გამო ორგანიზმს არ ქონდა D3 ვიტამინის სინთეზის საშუალება
- ხანდაზმულთათვის მთელი წლის განმავლობაში (65 წელზე მეტი ასაკის), რადგან აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში კანში D3 ვიტამინის ეფექტური სინთეზი ძალიან შემცირებულია
- D3 ვიტამინის დეფიციტის მქონე პირებში

ვიტამინ D3 დეფიციტის რისკის ჯგუფები:
• შენობაში მჯდომარე სამუშაო (ცხოვრების სტილი)
• ხანგრძლივი იმობილიზაცია ან ჰოსპიტალიზაცია
• ხშირად მოავადე პირები
• ბუნებრივად მუქი ფერის კანი
• მზის დამცავი კრემების აგრესიული გამოყენება
• კანის დაავადებები (ვიტილიგო, ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი, ეგზემა)
• 50 წლის ზემოთ ასაკი (ოსტეოპოროზის და მოტეხილობების რისკი)
• ორსულობა და ლაქტაცია
• ჭარბწონიანობა (რაც მეტია სხეულის მასის ინდექსის -BMI), მით მეტად გამოხატულია D ვიტამინის დეფიციტი)
• მალაბსორბციის სინდრომი (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადებები)
• თირკმლის სხვადასხვა პათოლოგიები
• ენდოკრინული (დიაბეტი ტიპი 1 და 2, თირეოიდული პათოლოგიები და სხვა) და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
• გარკვეული ტიპის მედიკამენტების გამოყენება (ანტიკონვულსანტები, გლუკოკორტიკოიდები, ანტიფუნგალური, შიდსის და C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებები)
• სიმსივნური დაავადებები
• ქიმიოთერაპია

გამოყენების ჩვენებები:
- D3 ვიტამინის დეფიციტი, მათ შორის მაღალი რისკის ჯგუფებში (სიმსუქნე, ბარიატრიული ქირურგიის წინა და შემდგომი პერიოდი, მალაბსორბცია, წვრილი ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, ღვიძლის ბილიარული ციროზი, კუჭის და/ან ნაწლავის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა)
- რაქიტი და რაქიტისმაგვარი დაავადებები
- ჰიპოკალცემიური ტეტანია
- ოსტეომალაცია
- მეტაბოლური ოსტეოპათიები (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოჰიპოპარათირეოზი).
- ოსტეოპოროზის მართვა და პრევენცია (კალციუმთან კომბინაციაში)
- პოსტმენოპაუზური პერიოდი
- D3 ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა ქალებში, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას, ორსულებში და მეძუძურ დედებში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ
- კანის დაავადებები

მიღების წესი და დოზირება
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.
მოზრდილები: ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, დღეში ერთხელ, 2 შესხურება ენის ქვეშ ან ლოყის შიგნითა ზედაპირზე.
11 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, დღეში ერთხელ 2 შესხურება ენის ქვეშ ან ლოყის შიგნითა ზედაპირზე.
1 წლიდან - 11 წლამდე ბავშვებში: D ვიტამინის დეფიციტის დროს, დოზის შერჩევა ხდება ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

თერაპიული კურსის ხანგრძლივობა და დოზის კორექცია განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ და დამოკიდებულია სისხლში D ვიტამინის არსებულ და სამიზნე დონეებზე.
Show More
More Info
Brand
სანიენსი
Country
რუმინეთი
Generic
cholecalcipherol /vit D-3/
Dose
4000სე
Form
სპრეი ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
50მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page