შემადგენლობა: რკინის ბისგლიცინატი (Ferrous bisglycinate) 30მგ (ელემენტარული რკინა); რძემჟავა ბაქტერიების ცოცხალი ლიოფილიზებული კულტურა-Lactobacillus rhamnosus SP1, 1 109 CFU * ხელატური რკინის (რკინის ბისგლიცინატი) უნიკალური ფორმა უზრუნველყოფს ორგანიზმის მიერ რკინის სწრაფ და ეფექტურ ათვისებას გვერდითი მოვლენების გამოვლენის გარეშე. რკინის ბისგლიცინატი ელექტრონულად ნეიტრალურია არ იშლება კუჭ–ნაწლავის წვენის ზემოქმედებით, შეუცვლელი სახით გადადის ნაწლავებში, რაც უზრუნველყოფს რკინის სწრაფ და ადვილად ათვისებას, შედეგად, არ რჩება თავისუფალი Fe++ იონების სახით, რაც გამორიცხავს გვერდით მოვლენებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ და არ ქმნის საფრთხეს დოზის გადაჭარბებით მიღებისას. რკინის ხელატის სახით შეწოვა 3-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სხვა სახის რკინების (ფუმარატი, ფოსფატი და ა.შ) Lactobacillus rhamnosus SP1, 1 109 CFU * ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობას, აწესრიგებს ნაწლავურ მიკროფლორას და უზრუნველყოფს რკინის სრულ შეწოვას.
ჩვენებები: რკინადეფიციტური ანემია; რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა; რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა და მკურნალობა ორსულობის დროს; რკინაზე გაძლიერებული მოთხოვნის პერიოდი (ინტენსიური ზრდის პერიოდი, ვეგეტარიანობა, ხანდაზმული ასაკი).
გამოყენების წესი და დოზირება: რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა და შემანარჩუნებელი თერაპია: 1 ტაბლეტი დღეში.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.