•მოქმედი ნივთიერება: თითოეული ფლაკონი 40 მგ პანტოპრაზოლის ექვივალენტური რაოდენობით 45,1 მგ პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესკვიჰიდრატს შეიცავს. •დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავა და ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH რეგულაციისთვის).
პულცეტი გამოიყენება: •კუჭიდან საყლაპავ მილში მჟავე სითხის რეფლუქსთან დაკავშირებული ანთების და ტკივილის (რეფლუქს-ეზოფაგიტის), •ნაწლავების ზემო ნაწილის წყლულების (თორმეტგოჯას წყლული) და ან კუჭის წყლულის, •კუჭიდან მწვავე (უეცრად დაწყებული) სისხლდენის და ან ნაწლავების ზემო ნაწილის წყლულების, სისხლდენების სამკურნალოდ და ან სისხლდენის თავიდან აცილების მიზნით, •ზოლინგერ-ელისონის სინდრომის მსგავსი მდგომარეობების დროს, როცა კუჭში მჟავის ჭარბი რაოდენობით გამოყოფა ხდება.
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები: აღნიშნული წამალი, ვენაში ინექციის სახით კეთდება, პრეპარატი მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით კეთდება, როცა კონკრეტულ შემთხვევაში პანტოპრაზოლის ინექციის გაკეთება ჯობია პანტოპრაზოლის ტაბლეტირებულ ფორმას. ექიმის რეკომენდაციით, საჭიროების შემთხვევაში პანტოპრაზოლის ინექციას ჩაენაცვლება პანტოპრაოზლის ტაბლეტირებული ფორმა.
ნაწლავების ზემო ნაწილში არსებული წყლულის (დუოდენალური წყლული), კუჭის წყლულის და კუჭის მჟავიანობის საყლაპავში რეფლუქსით გამოწვეული ანთების და ტკივილის (რეფლუქს ეზოფაგიტი) სამკურნალოდ რეკომენდირებული დოზაა: 1 ფლაკონი დღეში 1 ჯერ (40 მგ პანტოპრაზოლი).
კუჭის და დუოდენალური წყლულიდან მწვავე სისხლდენების, სისხლდენის მოკლე დროში შეჩერების და განმეორებითი სისხლდენების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდირებული დოზაა: კუჭის და ან დუოდენალური მწვავე სისხლდენის მქონე ავადმყოფებში რეკომენდირებული დოზაა: 80 მგ, რომელიც 2-15 წთ განმავლობაში ერთჯერადი ინექციის სახით კეთდება და შემდეგ 3 დღის (72 საათი) განმავლობაში - 8მგ/სთ დოზით უწყვეტად ვენური გზით ინჟექტირდება.
ცოლინგერ-ელისონის სინდრომის და კუჭში მჟავიანობის ჭარბი პროდუქციის შემთხვევებში რეკომენდირებული დოზაა: დღეში 2 ფლაკონი (80 მგ პანტოპრაზოლი). თქვენი ექიმი, კუჭში მჟავიანობის დონის შესაბამისად თქვენთვის პანტოპრაზოლის დოზას განსაზღვრავს. თუ, ექიმმა დღეში 2 ფლაკონზე მეტი (80 მგ) დოზის საჭიროება განაცხადა, ამ შემთხვევაში აღნიშნული ინექციები ორი თანაბარი დოზის სახით უნდა გაკეთდეს. ექიმმა, შეიძლება დღეში 4 ფლაკონზე მეტი (160მგ) დროებითი დოზის ინექცირება დაიწყოს, ეს მაშინ თუ კუჭის მჟავიანობის დონის სასწრაფო მართვაა საჭირო, საწყისი დოზის სახით 160 მგ ( 4 ფლაკონი) კუჭის მჟავიანობის დონის შემცირების მიზნით საკმარისი იქნება.
შენახვა: პულცეტი, ბავშვებისგან შორს და ან მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ. შეინახეთ <25 C ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას. აღდგენის და განზავების შემდეგ 25 C ტემპერატურაზე 12 სათის განმავლობაში სტაბილურია. თუ, გამოყენებისთვის მომზადებულ ხსნარში შემღვრევას და ან ნალექს შეამჩნევთ, პულცეტი არ გამოიყენოთ.