Povidon iodide solution 10% 1000.0
Povidon iodide solution 10% 1000.0

Povidon iodide solution 10% 1000.0

თურქეთი

ჰალიჩ საგლიკი
About Product
საერთაშორისო დასახელება - povidone iodine
წამლის ფორმა
გარეგანი და ადგილობრივი გამოყენების ხსნარი 30მლ, 50მლ, 100მლ, 1ლ შემადგენლობა 100მლ პრეპარატი შეიცავს აქტიური ნივთიერება – პოვიდონი-იოდი 10,0 (აქტიურ იოდზე გათვლით -1,0) დამხმარე ნივთიერებები: გასუფთავებული წყალი.
აღწერა
მუქი ყავიფერი, ბლანტი სითხე იოდის მსუბუქი სუნით. ერევა წყალს ნებისმიერი თანაფარდობით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტისეპტური საშუალებები და მადეზინფიცირებელი პრეპარატები. იოდის პრეპარატები. პოვიდონი-იოდი

გამოყენების ჩვენებები
– ჭრილობების ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა ქირურგიაში, ტრავმატოლოგიაში, კომბუსტიოლოგიაში, სტომატოლოგიაში
– ნაწოლების, ტროფიკული წყლულების, “დიაბეტური” ქუსლის დამუშავება
– პირის ღრუს ანთებითი და ინფექციური დაავადებები
– კანის და ლორწოვანი გარსის ანტისეპტიკური დამუშავება ქირურგიული ოპერაციების წინ, ინვაზიური გამოკვლევების (პუნქციები, ბიოფსიები, ინექციები და ა.შ.).
– კანის ანტისეპტიკური დამუშავება დრენაჟების, კათეტერების, ზონდების გარშემო
– ქირურგის, სამედიცინო პერსონალის ხელების დამუშავება ოპერაციის წინ და შემდგომ, ინფიცირებული პაციენტის მოვლისას ხელების დამუშავება

მიღების წესი და დოზები
პოვიდონი-იოდი-ს ხსნარი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის განზავებული და განუზავებელი სახით. ხსნარი არ მიიღება შიგნით! ხსნარი უნდა განზავდეს უშუალოდ გამოყენების წინ. მზა ხსნარის შენახვა დაუშვებელია! არ განაზავოთ პრეპარატი მდუღარე წყლით. ოპერაციის წინ კანის დამუშავებისას დაუშვებელია პაციენტებზე ზედმეტი ხსნარის დატოვება (კანის შესაძლო გაღიზიანების გამო). კანის ინფიცირებული საფარველის და ლორწოვანი გარსის დამუშავებისთვის 10% განუზავებელი ხსნარი დაიტანება დაზიანებულ უბანზე და რჩება 1-2წთ, შემდეგ ჩამოიბანება. სველი კომპრესებისათვის და წასასმელად რეკომენდებულია 10% განუზავებელი ხსნარი. ქირურგის და მედპერსონალის ხელების დასამუშავებლად – 5მლ 10% განუზავებელი ხსნარი გარეგანი გამოყენებისთვის უნდა შეიზილოთ ხელის გულებზე მაჯამდე 5 წუთის განმავლობაში შემდეგ ფრთხილდა ჩამოიბანება, პროცედურა უნდა განმეორდეს ორჯერ. ჭრილობების, დამწვრობების, ლორწოვანების დეზინფექციისთვის დამუშავებისას კანის ბაქტერიული ინფექციების დროს გამოიყენება 10% ხსნარი (წყალში განზავებით 1:10 თანაფარდობით). პაციენტის ჰიგიენური დამუშავებისთვის გამოიყენება 10% წყლიანი ხსნარი 1:100-ში. სხეულის მთლიანი ზედაპირი თანაბრად უნდა დამუშავდეს პოვიდონი-იოდი-ს განზავებული ხსნარით და 2 წუთი ექსპოზიციის შემდეგ ჩამოირეცხოს ხსნარი თბილი წყლით. გამოყენების ხანგრძლივობა განპირობებულია დაავადების ხასიათით, მისი გამოხატულებით და განისაზღვრები ექიმის მიერ.

უკუჩვენებები
– იოდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
– ჰიპერთირეოზი
– ფარისებრი ჯირკვლის სხვა მწვავე დაავადებები
– გულის დეკომპენსირებული უკმარისობა
– რადიოაქტიური იოდის ერთდროული გამოყენება
– დიურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი
– ორსულობა და ლაქტაცია
– 6 წლამდე ბავშვბთა ასაკი
სიფრთხილით მიიღება პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობისას.

შეუთავსებლობა
პოვიდონი-იოდი შეუთავსებელია აღმდგენ ნივთიერებებთან, ალკალოიდები მარილებთან, მთრიმლავ მჟავასთან, სალიცილის მჟავასთან, ვერცხლთან, ვერცხლისწყლის და ბისმუტის
მარილებთან , ტოლუიდინთან, წყალბადის ზეჟანგთან, ფერმენტულ პრეპარატებთან.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25Сზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
Show More
More Info
Brand
ჰალიჩ საგლიკი
Country
თურქეთი
Generic
povidone iodine
Dose
10%
Form
ხსნარი გარეგანი
Quantity
1
Volume
1000მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page