Perufen oral suspension 100mg/5ml 100ml
Perufen oral suspension 100mg/5ml 100ml

Perufen oral suspension 100mg/5ml 100ml

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
-10% Extra With VISA Card
About Product
საერთაშორისო დასახელება - ibuprofen
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის → პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი.

გამოყენების ჩვენებები
საბავშვო სუსპენზია გამოიყენება 3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში სიმპტომატური მკურნალობისთვის სიცხის დამწევი საშუალების სახით მწვავე რესირატორული დაავადებების (მათ შორის, გრიპის), ბავშვთა ინფექციების, სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების და აცრის შემდგომი რეაქციების დროს, რომლებსაც ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება.
პრეპარატი გამოიყენება როგორც სიმპტომატური ტკივილგამაყუჩებელი საშუალება სუსტი და ზომიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომის დროს, მათ შორის: კბილის ტკივილის, თავის ტკივილის, შაკიკის, ნევრალგიების, ყურის ტკივილის, ყელის ტკივილის, მყესების დაჭიმვის, კუნთების ტკივილის, რევმატიული ტკივილის და სახსრების ტკივილის დროს.
პრეპარატი განკუთვნილია სიპტომატური თერაპიისათვის, ტკივილის და ანთების შემცირებისთვის გამოყენების მომენტისთვის, დაავადების პროგრესირებაზე არ მოქმედებს.

გამოყენების წესი და დოზირება.
საბავშვო - სუსპენზია, სპეციალურად შემუშავებული ბავშვებისთვის. შიგნით მისაღებად. პაციენტებში კუჭის მომატებული მგრძნობელობით რეკომენდირებულია პრეპარატის ჭამის დროს მიღება.
მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისათვის. ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია პრეპარატის გამოყენების წინ.
გამოყენებამდე ფლაკონი კარგად უნდა შეინჯღრეს.
პრეპარატის დოზის ზუსტი გაზომვისთვის თან ახლავს მოსახერხებელი დოზირებული შპრიცი. პრეპარატის 5 მლ შეიცავს 100 მგ იბუპროფენს ან 20 მგ იბუპროფენს 1 მლ-ში.
დოზირებული შპრიცის გამოყენება:
შპრიცი კარგად უნდა მოტავსდეს ფლკონის ყელში.
ფლაკონი ამოატრიალეთ ფსკერით ზევით და დგუში ნელა ჩამოსწიეთ ქვევით, შპრიცში სუსპენზიის საჭირო ნიშნულამდე აღებით. ფლაკონი დააბრუნეთ საწყის მდგომარეობაში და ამოიღეთ შპრიცი, მისი ნელა შემობრუნებით. შპრიცი მოათევსეთ პირის ღრუში და ნელა დააჭირეთ დგუშს სუსპენზიის ნელა გაშვებით.
გამოყენების შემდეგ შპრიცი გაავლეთ თბილი წყლით და გააშრეთ იგი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ცხელება და ტკივილი:
დოზირება ბავშვებისთვის დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და სხეულის მასაზე.
მაქსიმალირი დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ/კგ ბავშვის სხეულის მასაზე, პრეპარატის მიღებებს შორის 6-8 საათის ინტერვალებით.
ბავშვები 3-6 თვის ასაკში (ბავშვის წონა 5-დან 7,6 კგ-მდე):
2,5 მლ (50 მგ) 3 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 7,5 მლ (150 მგ) დღეში.
ბავშვები 6-12 თვის ასაკში (ბავშვის წონა 7,7 - 9 კგ):
2,5 მლ (50 მგ) 3-4 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 10 მლ (200 მგ) დღეში.
ბავშვები 1-3 წლის ასაკში (ბავშვის წონა 10 - 16 კგ):
5,0 მლ (100 მგ) 3 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 15 მლ (300 მგ) დღეში.
ბავშვები 4-6 წლის ასაკში (ბავშვის წონა 17 - 20 კგ):
7,5 მლ (150 მგ) 3 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 22,5 მლ (450 მგ) დღეში.
ბავშვები 7-9 წლის ასაკში (ბავშვის წონა 21 - 30 კგ):
10 მლ (200 მგ) 3 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 30 მლ (600 მგ) დღეში.
ბავშვები 10-12 წლის ასაკში (ბავშვის წონა 31 - 40 კგ):
15 მლ (300 მგ) 3 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 45 მლ (900 მგ) დღეში.
მკურნლობის ხანგრძლივობა - არაუმეტეს 3 დღე. არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას.
თუ პრეპარატის მიღებისას 24 საათის განმავლობაში (3-5 თვის ასაკის ბავშვებში) ან 3 დღის განმავლობაში (6 თვის და უფროსი ასაკის ბავშვებში) სიმპტომები ნარჩუნდება ან ძლიერდება, აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.
იმუნიზაციის შემდგომი ცხელება:
6 თვემდე ასაკის ბავშვებში: პრეპარატის 2,5 მლ (50 მგ). საჭიროების შემთვევაში, კიდევ 2,5 მლ (50 მგ) 6 საათის შემდეგ. ნუ გამოიყენებთ 5 მლ-ზე (100 მგ) მეტს 24 საათის განმავლობაში.
Show More
More Info
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
Country
თურქეთი
Generic
ibuprofen
Dose
100მგ/5მლ
Form
სუსპენზია ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
100მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page