Corega cream gum protection 40ml
Corega cream gum protection 40ml

Corega cream gum protection 40ml

ირლანდია

სმიტკლაინი
About Product
კრემი კბილის პროთეზების ფიქსაციისათვის კორეგა ღრძილების დაცვა (Corega Gum Protection). ყოველი მოკბეჩა უფრო გარწმუნებთ დადებით შედეგში. ხელს უშლის
ღრძილების გაღიზიანებას. ზრდის კომფორტს კბილის გამოყენებისას. კრემი კბილის პროთეზების ფიქსაციისათვის კორეგა ღრძილების დაცვა (Corega Gum Protection).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები. ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ალერგია ან მომატებული მგრზნობელობა კრემის კომპონენტების მიმართ. შესაძლებელია ისეთი
გვერდითი ეფექტების განვითარება, როგორიცაა პირის ღრუს გაღიზიანება და კუჭ-ნაწლავის სხვა სიმპტომები (მაგ., გულისრევა). უჩვეულო ან უსიამოვნო შეგრძნებების განვითარებისას
შეწყვიტეთ კრემის გამოყენება. მცირე რაოდენობის კრემის გადაყლაპვა უვნებელია, თუ იგი რეკომენდაციის თანახმად გამოიყენება. ცუდად მორგებულმა პროთეზმა შეიძლება დააზიანოს
პირის ღრუს ლორწოვანი გარსი. ხშირად ეწვიეთ ექიმ-სტომატოლოგს პირის ღრუს დათვალიერებისათვის და პროთეზის კორექციისთვის. ტუბის ადვილად გახსნისთვის, თავსახური და წვერი
მშრალი უნდა იყოს. გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ ტუბს თავსახური. ინახება არა უმეტეს 30რС ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ კრემი,
თუ შეფუთვის მთლიანობა დარღვეულია. შემადგენლობა მითითებულია შეფუთვაზე. სერიის ნომერი, წარმოების თარიღი და ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. მუყაო ვარგისია
გადამუშავებისათვის. გადამუშავებული მუყაო. მწარმოებელი: სტაფორდ მილერი (ირლანდია) ლტდ., კლოჩერეინი, იუგალ როუდი, დანგარვანი, უოტერფორდის საგრაფო, ირლანდია /
Stafford Miller (Ireland) Ltd., Clocherane, Youghal Road, Dungarvan, Co. Waterford, Ireland. გამოყენების რეკომენდაციები: პირველი გამოყენების დროს გამოიყენეთ კრემის მცირე
რაოდენობა. ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გაჟონოს პროთეზის ქვეშ. ასეთ შემთხვევაში, შემდეგში ნაკლები რაოდენობის კრემი გამოიყენეთ. იმისათვის, რომ ოპტიმალური რაოდენობა
შეარჩიოთ, შეიძლება რამდენიმე მცდელობა დაგჭირდეთ. გამოიყენეთ კრემი დღეში ერთხელ საიმედო ფიქსაციისათვის. თუ კრემის გამოყენება უფრო ხშირად დაგჭირდებათ, მიმართეთ
კონსულტაციისათვის თქვენს სტომატოლოგს. როგორ უნდა დააფიქსიროთ პროთეზი: 1. გარეცხეთ და გააშრეთ პროთეზი. 2. წაუსვით კრემი პროთეზს მოკლე ზოლებად, არც ისე ახლოს
კიდეებთან, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები. 3. ფიქსაციის წინ გამოივლეთ პირში წყალი. 4. ჩაიდეთ პროთეზი პირის ღრუში, ძლიერად დააწექით და რამდენიმე წამით დახურეთ ყბები
უკეთესი ფიქსაციისთვის. როგორ უნდა ამოიღოთ პროთეზი: 1. გამოივლეთ პირში თბილი წყალი. 2. ნელა, რხევითი მოძრაობებით ამოიღეთ პროთეზი. 3. თბილი წყლისა და რბილი
კბილის ჯაგრისის გამოყენებით მოაშორეთ კრემის ნარჩენები პროთეზის ზედაპირს და გაისუფთავეთ პირის ღრუ. 4. პროთეზის საგულდაგულო გაწმენდისათვის გამოიყენეთ კორეგას
ტაბლეტები, შემდეგ გაავლეთ პროთეზი წყალში. სავაჭრო ნიშნები ეკუთვნის GSK-ს კომპანიების ჯგუფს ან გამოიყენება ლიცენზიით ამ ჯგუფის მიერ. ©2021 GSK-ს კომპანიების ჯგუფი ან
მათი ლიცენზიარი.
40 გ/g ℮
Show More
More Info
Brand
სმიტკლაინი
Country
ირლანდია
Generic
corega
Quantity
1
Volume
40გრ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page