საერთაშორისო დასახელება - Cumin,Lemon,Foeniculum,Ginger oil,Lactob ნოვაკოლ პლიუსი უსაფრთხო საკვები დანამატია. იგი ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული კომბინირებული პროდუქტია, რომელიც ხასიათდება სპაზმოლიზური, აირების წარმოქმნის საწინააღმდეგო და კუჭ-ნაწლავის მარეგულირებელი მოქმედებით. ფარმაკოლოგიური ჯგუფი საკვები დანამატი. საკვები ნარევები და საკვების მაკორეგირებელი დანამატები
შემადგენლობა 0,18 მლ (4 წვეთი ) Cumin oil - კუმისის ზეთის ექსტრაქტი 0,1 მგ Lemon balm oil - ლიმნის ზეთის ექსტრაქტი 0,05 მგ Fennel oil - ცერეცოს ზეთის ექსტრაქტი 0,4 მგ Dill oil - კამის ზეთის ექსტრაქტი 0,4 მლ Ginger oil - ჯინჯერის ზეთის ექსტრაქტი 0,1 მგ Probiotic microorganism - ლაქტობაცილა რამნოზუსი 200 მილიონი სხვა ინგრედიენტები: ზეითუნის ზეთის ექსტრაქტი
ჩვენებები ბოყინი, წამოქაფება, გულისრევა, ღებინება რძის აუტანლობა ჩვილებში გასტრო-ინტენსტინული მწვავე ტკივილი (კოლიკა) გამოწვეული აეროფაგიით და კვებითი დარღვევებით (მათ შორის კუჭის მომატებული მჟავიანობით გამოწვეული) ახალშობილებში კუჭ-ნაწლავის დისკომფორტით გამოწვეული აგზნებულობა, მოუსვენრობა, ჭირვეულობა აირების ჭარბი დაგროვებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სიმპტომური მკურნალობა: მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი) და ნაწლავების სპაზმი დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომ ან მის გარეშე კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მწვავე ან ქრონიკული დარღვევები ჩვილებში ნოვაკოლ პლიუსი როგორც წესი კარგად გადაიტანება და გვერდითი მოვლენები დოზის გადაჭარბების შემთხვევაშიც არ გამოვლენილა.
მიღების წესი და დოზირება ერთჯერად მიღების დოზა 4 წვეთი, ორჯერ ან სამჯერ დღეში. გამოშვების ფორმა შუშის ფლაკონი 30 მლ. შენახვის პირობები ნოვაკოლ პლიუსი ინახება მშრალ, გრილ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30რC ტემპერატურაზე. აფთიაქიდანგაცემისწესი გაიცემა ურეცეპტოდ. მწარმოებელი და ლიცენზიის მფლობელი REFORM PHARMA İLAÇ KİMYA GIDA KOZMETİK TİC.SAN.A.Ş. თურქეთი. ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: LTD 3D PHARMA GEORGIA.