ჩვენებები: • თირკმელებში მარილების (ურატები,ოქსალატები,ფოსფატები,კარბონატები) დიდი რაოდენობით წარმოქმნა, წვრილი უროლითიაზი, • კენჭის წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკა კონკრემენტის მოცილების შემდეგ პოდაგრა. • შარდგამომყოფი გზების ინფექციები: ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი • დიზურიული მოვლენებები • შარდის და ნაღვლის გამომყოფი გზების სპაზმი • სპასტიკური კოლიტი • ინტოქსიკაციის სხვადასხვა სახე (მედიკამენტებით, ალკოჰოლით, ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია, კვებითი ტოქსიკოინფექცია). გამოყენების წესები და დოზები: მიიღება 3-ჯერ დღეში, საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე გვერდითი მოვლენები: რეკომენდებული დოზით მკურნალობისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა. ჭარბი დოზირება: სამკურნალო საშუალების ჭარბი დოზირების შემთხვევები არ ფიქსირდება. უკუჩვენებები: პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა სხვა წამლებთან ურთიერთქმედება სხვა წამლებთან ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის. ორსულობა და ლაქტაცია მონეფრინი ორსულებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება ექიმის დანიშნულებით დოზის გამოტოვების შემთხვევაში ორმაგი დოზა არ მიიღება. გამოშვების ფორმა: 500 მლ ხსნარი ფლაკონში, პლასტიკური მზომი ჭიქით.