დასახელება - მეტფორმინი ბიოგარანი ტაბლეტი 1000მგ #90 თერაპიული ჩვენებები: ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა, განსაკუთრებით ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, როდესაც მხოლოდ დიეტის მართვა და ვარჯიში არ იწვევს გლიკემიის ადეკვატურ კონტროლს. • მოზრდილებში, მეტფორმინი შეიძლება გამოყენებულ იქნას მონოთერაპიის სახით ან სხვა ორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ან ინსულინთან ერთად. • 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში და მოზარდებში, მეტფორმინი შეიძლება გამოყენებულ იქნას მონოთერაპიის სახით ან ინსულინთან ერთად. დიაბეტის გართულებების შემცირება აღინიშნებოდა ჭარბი წონის მქონე მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში, რომლებშიც დიეტის უკმარისობის შემდეგ მეტფორმინი გამოიყენებოდა პირველი რიგის თერაპიის სახით. დოზირება და მიღების წესი: დოზირება: მოზრდილები თირკმლის ნორმალური ფუნქციით (გლომერული ფილტრაციის დონე (GFR) ≥ 90 მლ/წთ) მონოთერაპია და კომბინაცია სხვა ორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან: მეტფორმინი 500მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები და მეტფორმინი 850მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები: ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 500 მგ ან 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი ორჯერ ან სამჯერ დღეში, ჭამის დროს ან მის შემდეგ. 10-15 დღის შემდეგ დოზა უნდა დარეგულირდეს სისხლში გლუკოზის გაზომვის საფუძველზე. დოზის ნელა ზრდამ შეიძლება გააუმჯობესოს კუჭ-ნაწლავის ტოლერანტობა. მეტფორმინის ჰიდროქლორიდის მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 3 გ დღეში, რომელიც 3 მიღებაზე იყოფა. მეტფორმინ 1000 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები: პრეპარატის მეტფორმინ 1000-ის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა: ერთი აპკით შემოგარსული ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის მაღალ დოზებს (2-დან 3 გ-მდე დღეში), 500 მგ მეტფორმინის ორი ტაბლეტი შეიძლება შეიცვალოს 1000 მგ მეტფორმინის აპკით შემოგარსული ერთი ტაბლეტით. მეტფორმინის ჰიდროქლორიდის მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზაა 3 გ, რომელიც 3 მიღებაზე იყოფა. თუ განზრახულია სხვა პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებიდან გადმოსვლა: მეორე პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს მეტფორმინის მიღება ზემოთ მითითებული დოზით.