Vitamin E caps 400IU #30
Vitamin E caps 400IU #30

Vitamin E caps 400IU #30

ესპანეთი

ატისავ ფარმა
About Product
დასახელება - ვიტ E 400სე #30კაფს

ჩვენებები:
მენსტრუალური ციკლის დარღვევა (ჰორმონალურ თერაპიასთან კომბინაციაში)
ორსულობის შეწყვეტის საფრთხე.
სპერმატოგენეზის დარღვევა მამაკაცები (სათესლეების სპერმატოგენური ეპითელიუმის გადაგვარება, სპერმის გადაადგილების უნარის დაქვეითება)
სახსრებისა და მყესოვანი აპარატის დეგენერაციული და პროლიფერაციული ცვლილებები.(ჩონჩხის კუნთების მიოპათია, ხანგამოშვებითი კოჭლობა).
სკლეროდერმიის ადრეული ფორმები.
პიგმენტური რეტინოპათია.
ეგზემა.

კანის,ლორწოვანი გარსის სიმშრალე , კანის ელასტიურობის დაკარგვა.
აბეტალიპოპროტეინემია.
ფარმაკოლოგიური თვისებები:

რეკომენდებულია უჯრედების დაცვისთვის ოქსიდაციური სტრესის მავნე ზემოქმედებისაგან დასაცავად. ამუხრუჭებს თავისუფალი რადიკალებით ლიპიდების ზეჟანგურ ჟანგვას.

მონაწილეობს ჰემისა და ცილების სინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვაში. ხელს უშლის ერითროციტების ჰემოლიზს, ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობასა და მსხვრევადობას.

ანელებს სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ცვლილებების განვითარებას. აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის, გლუვი და ჩონჩხის კუნთების განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის. მონაწილეობს ნუკლეინური მჟავებისა და პროსტაგლანდინების მეტაბოლიზმში, უჯრედული სუნთქვის ციკლში, არაქიდონის მჟავის სინთეზში.

დოზირება :
მენსტრუალური ციკლის დარღვევა 1 კაფსულა ვიტ. E (თერაპიის კომბინაციაში)
სპერმატოგენეზის დარღვევა: 1 კაფსულა ვიტ. E (ჰორმონალური თერაპიის კომბინაციაში) 1-2 თვის განმავლობაში ან ექიმის დანიშნულებისამებრ.
ორსულობის შეწყვეტის საფრთხე - 1 კაფსულა დღეგამოშვებით პირველი 2-3 თვის განმავლობაში ან ექიმის დანიშნულებისამებრ.
უკუჩვენება:
კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი, ბავშვთა ასაკი.

სიფრთხილით – ავადმყოფებში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით, თრომბოემბოლიების განვითარების მომატებული საშიშროებისას; K ვიტამინის უკმარისობით გამოწვეული ჰიპოპროთრომბინემია,

ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს E ვიტამინის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
Show More
More Info
Brand
ატისავ ფარმა
Country
ესპანეთი
Generic
alfatocopherol
Dose
400სე
Form
კაფსულა
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page