Trederol 20000 IU tablet N20
Trederol 20000 IU tablet N20

Trederol 20000 IU tablet N20

სლოვაკეთი

სანეკა ფარმაცეუტიკალი
About Product
ტრედეროლი

- აქტიური ნივთიერებაა ქოლეკალციფეროლი (D3 ვიტამინი).
ტრედეროლი 20 000 სე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების ყოველი ტაბლეტი შეიცავს 500 მიკროგრამ ქოლეკალციფეროლს (D3 ვიტამინი, რომელიც შეესაბამება 20 000 სე-ს, ქოლეკალციფეროლის კონცენტრატის ფხვნილის სახით).

გამოყენება:
ტრედეროლი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ქოლეკალციფეროლს.
D ვიტამინი მიიღება საკვებით და ის ასევე წარმოიქმნება კანში მზის ზემოქმედების შედეგად. ტრედეროლი ექიმის მიერ შეიძლება დაინიშნოს D ვიტამინის მძიმე უკმარისობის საწყისი მკურნალობისათვის. D ვიტამინის უკმარისობა შეიძლება განვითარდეს, როცა დიეტა ან ცხოვრების წესი არ უზრუნველყოფს საკმარისი რაოდენობის D ვიტამინის მიღებას ან როცა ორგანიზმი საჭიროებს უფრო მეტ D ვიტამინს. ტრედეროლი ნაჩვენებია მოზრდილებისათვის.

მიღების წესი:
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
დოზა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაბალია D ვიტამინის დონე. მკურნალი ექიმი კონსულტაციას გაუწევს პაციენტს ტაბლეტების დოზის და რაოდენობის შესახებ, და რამდენჯერ უნდა მოხდეს მათი მიღება.

რეკომენდებული დოზაა:
D ვიტამინის უკმარისობის საწყისი მკურნალობა მოზრდილებში:
20 000 სე/კვირაში ექვივალენტური დოზა 4-5 კვირის განმავლობაში.

ტრედეროლი 20 000 სე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები: 1 ტაბლეტი კვირაში.
მკურნალობის 4-5 კვირის შემდეგ მიზანშეწონილია უფრო დაბალი შემანარჩუნებელი დოზა.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით, უმჯობესია ძირითადი საკვების მიღების დროს.

შენახვის წესი:
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 30C-ის ქვემოთ. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
Show More
More Info
Brand
სანეკა ფარმაცეუტიკალი
Country
სლოვაკეთი
Generic
cholecalcipherol /vit D-3/
Dose
20000სე
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page