Solgar-Ca citrat+D3 tab #120
Solgar-Ca citrat+D3 tab #120

Solgar-Ca citrat+D3 tab #120

ამერიკის შეერთებული შტატები

სოლგარი
About Product
სოლგარი
კალციუმის ციტრატი D3 ვიტამინით
D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი) – 600სე
კალციუმი (კალციუმის ციტრატი) – 1000მგ

კალციუმის და D3 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
სისტემური დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
ბავშვებსა და მოზარდებში ინტენსიური ზრდის პერიოდი;
მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა;
ორსულობა და ლაქტაცია;
მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი;
კარიესის პროფილაქტიკა;
ხანდაზმული ასაკი;
კოფეინის და თამბაქოს ჭარბი მოხმარება

კალციუმი
ორგანიზმში არსებული კალციუმის თითქმის 99% თავმოყრილია ძვლებსა და კბილებში. იგი D3-თან ერთად უზრუნველყოფს ნებისმიერ ასაკში ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. კალციუმი პასუხისმგებელია ძვლების მინერალიზაციასა და ჰორმონების პროდუქციაზე, რაც ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის ნორმალური დონის შენარჩუნებას ძვლებსა და სისხლის ნაკადში. კალციუმი ახდენს ენერგეტიკული ცვლისა და ნეიროტრანსმისიის ნორმალიზებას, ასევე წარმოადგენს სისხლის შედედების მარეგულირებელ კომპონენტს. კალციუმი ასტიმულირებს კალციტონინის გამოთავისუფლებას, რომელიც უზრუნველყოფს კალციუმის ტრანსპორტირებას სისხლიდან დაზიანებულ ძვლოვან ქსოვილში. კალციუმი D3-თან ერთად ხელს უწყობს ქალბატონებში პოსტმენოპაუზის დროს მინერალური ბალანსის შენარჩუნებას და ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში კალციუმის დეფიციტი იწვევს რაქიტის და ოსტეომალაციის განვითარებას.კალციუმის დეფიციტი იწვევს კუნთების სპაზმს, რაც ქვედა კიდურების კრამპით ვლინდება.

D3 ვიტამინი
D3 ვიტამინი უზრუნველყოფს ორგანიზმში კალციუმის შეწოვას და ათვისებას. მისი ნაკლებობა იწვევს ძვლის მინერალიზაციის შემცირებას (ოსტეოპოროზი), ძვლის მოტეხილობას. D3 უზრუნველყოფს ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი. ზრდის ორგანიზმში სეროტონინის დონეს. კალციუმი და D3 ვიტამინი ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის ჰიპერსეკრეციას და ძვლის რეზორბციას (ძვლებიდან კალციუმის გამოდევნა).

შემადგენლობა:
4 ტაბლეტი შეიცავს:
D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი) – 600სე
კალციუმი (კალციუმის ციტრატი) – 1000მგ (1გ)
დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, სილიციუმი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი(მღებავი ნივთიერება).
არ შეიცავს: წებოვანას, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, შაქარს, საფუარს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობელს, მღებავ ნივთიერებებს და კონსერვანტებს.

დოზირება: მიიღება 4 ტაბლეტი დღეში საკვებთან ერთად.

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ ბოთლის მთლიანობა დარღვეულია, ან თავსახური დაზიანებულია.
Show More
More Info
Brand
სოლგარი
Country
ამერიკის შეერთებული შტატები
Generic
calcii citrate+cholecalcipherol /vit D-3/
Form
ტაბლეტი
Quantity
120
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page