About Product
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ვიტამინები, პოლივიტამინები, მიკროელემენტები
კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი
შემადგენლობა
სტაფილო (Daucus carota), ჭარხალი (Beta vulgaris), ისპანახი (Spinacia oleracea), წყლის წიწმატი (Nasturtium officinale), გარგარის წვენის კონცენტრატი, ვიტამინი C, B2, B3, B6, B12, თუთიის გლუკონატი, რკინის გლუკონატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
სტაფილო, ჭარხალი - წარმოადგენენ ß კაროტინის საუკეთესო წყაროს ორგანიზმისთვის. ß კაროტინისგან წარმოიქმნება ვიტამინი A, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიმაღლეში ნორმალური ზრდის პროცესში, მხედველობის ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებაში, პასუხს აგებს კანსა და ლორწოვან გარსზე, აძლიერებს ინფექციებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობას, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას.
ისპანახი -– იოდის ფასეული წყაროა ორგანიზმისთვის, რაც მნიშვნელოვანია მოზარდი ბავშვისთვის, მდიდარია A, E, H, K, PP, და B ვიტამინებით, ორგანიზმს ავსებს ჟანგბადით, შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, ფოსფორს
წყლის წიწმატი - - უზრუნველყობს ორგანიზმს მინერალური ნივთიერებებით და ვიტამინებით, შეიცავს ეთერზეთებს, კაროტინს, ვიტამინებს С, Е, B1 и В2 და მინერალურ მარილებს
ვიტამინი C - ნახშირწყლების, ცილების, რკინის შეთვისებას უწყობს ხელს და ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტს
ვიტამინი B3 (PP) – აუცილებელია ორგანიზმში ცხიმისა და ნახშირწყლების ნორმალური ცვლისათვის და უჯრედების ფუნქციონირებისათვის
ჩვენება:
• ზრდა-განვითარებაში ჩამორჩენა
• ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის პროფილაქტიკა
• მეტაბოლური პროცესების ბალანსირების აღდგენა
მიღების წესი და დოზირების მეთოდი:
0-2 წელი: 5 მლ 1X დღეში;
2-5 წელი: 5 მლ 2X დღეში ან 10 მლ 1X დღეში
5 წლის ზემოთ ბავშვები- 10 მლ 2X დღეში.
მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვე. კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
უკუჩვენება:
ცელიაკიით დაავადებულ პაციენტებში უკუნაჩვენებია გლუტეინის მაღალი შემცველობის გამო
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ
გამოშვების ფორმა:
150 მლ სიროფი მზომი ჭიქით, ფორთოხლის არომატით №1
შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე
მწარმოებელი: NEOVITAL DISTRIBUCION SL, ბარსელონა, ესპანეთი
კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი
Show More
More Info
119206
Generic
dacus carota+nasturtium oficinale+spinacia oleracea+beta vulgaris+vit A+vit C+vit B-3+magnesium+iron+zinc