Martians with inulin #30
Martians with inulin #30

Martians with inulin #30

ჩეხეთის რესპუბლიკა

ვალმარკი
About Product
დასახელება - მარსიანჩიკი ინულინით #30ტ საღ.

ინულინი - პრებიოტიკების საკვანძო თვისება კუჭნაწლავის ტრაქტის მიკროორგანიზმების, განსაკუთრებით ლაქტობაცილების და ბიფიდობაქტერიების სელექტიური გაზრდის უნარია.

ბიფიდობაქტერიები პატოგენური ბაქტერიების ანტაგონისტებია და უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ ნაწლავის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

პრებიოტიკებს გააჩნია გამოხატული ანტიალერგიული მოქმედებაც. ლაქტო- და ბიფიდო ბაქტერიების ნაკლებობა ხელს უწყობს ალერგიული რეაქციის განვითარებას, ხოლო პრებიოტიკების მიღება ხელს უშლის ამ პროცესს.

ინულინი ეფექტურად ხსნის შეკრულობას. მონაწილეობს მინერალების მეტაბოლიზმში. ზრდის Ca-ის და Mg-ის შეწოვას. ასევე, მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის სწორი ფორმირების პროცესში და იმუნური სისტემის გაძლიერებაში..

პოლივიტამინები და მინერალები - პოლივიტამინური კომპლექსი იდეალურადაა დაბალანსებული ბავშვის ოპტიმური ზრდა-განვითარებისთვის. ორი აუცილებელი ელემენტის - თუთიის და სელენის შემცველობა ინულინთან კომბინაციაში უზრუნველყოფს მდგრადი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, ხოლო ვიტამინ C და E-თან კომბინაცია, დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან. რკინა და იოდი გონებრივი განვითარების აუცილებელი კომპონენტებია, ხოლო ვიტამინი D და Ca - ძვლის ჩამოყალიბებისთვის. B ჯგუფის ვიტამინები ფოლიუმის მჟავასთან ერთად მონაწილეობს მრავალი უჯრედის გაყოფის და ქსოვილების ფორმირების პროცესში, ხოლო ვიტამინი A შეუცვლელია მხედველობის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებისთვის.

ჩვენებები: 3 წლიდან ბავშვებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის ნარმალიზება; დისბაქტერიოზი; შეკრულობა; ჰიპო და ავიატამინოზები; მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში და მოზარდებში; სწორი ზრდა-განვითარებისათვის; იმუნური სისტემის გაძლიერება; სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისას კომპელქსურ თერაპიაში (ფლუკონაზოლთან, ანტიბიოტიკებთან და სხვა).

გვერდითი მოვლენები: მოცემული დოზებით არ ახასიათებს. უკუჩვენება: ინულინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ურთიერთქმედებასხვასაშუალებებთან: მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.

დოზირება: 3 წლიდან ბავშვებში 1 აბი 1 - ჯერ დღეში დასაღეჭად. ინიშნება ხანგრძლიავად ან ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.
Show More
More Info
Brand
ვალმარკი
Country
ჩეხეთის რესპუბლიკა
Generic
vitamins+minerals+inuline
Form
ტაბლეტი საღეჭი
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page