Juvit D3 20000ui/1ml 10ml in vial #1
Juvit D3 20000ui/1ml 10ml in vial #1

Juvit D3 20000ui/1ml 10ml in vial #1

პოლონეთი

ჰასკო-ლეკი
About Product
იუვიტ D3

შემადგენლობა: პრეპარატის აქტიური ნივთიერებაა ქოლეკალციფეროლი, რომლის რაოდენობაა 0,5 მგ (20 000 ს.ე) 1 მლ-ში (1 მლ შეესაბამება 34 წვეთს). დამხმარე ნივთიერებები: ჯაჭვის საშუალო სიგრძის გაჯერებული ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდები (მიგლიოლი 821).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინი.

ჩვენებები: პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები: ბავშვებში რაქიტის პრევენცია, ვიტამინი D-ს უკმარისობის შემთხვევაში სიმპტომების პრევენცია. ვიტამინი D-ს უკმარისობით გამოწვეული რაქიტის და ოსტეომალაციის მკურნალობა.

დოზირება და მიღების წესი: მოწოდებულია შიგნით მისაღებად. პრევენციული გამოყენება: ორი კვირიდან ერთ წლამდე ასაკის ახალშობილები: დღეში 1 წვეთი (590 ს.ე. (საერთაშორისო ერთეული)); ნაადრევად დაბადებული ბავშვები, ტყუპები და ცუდ საცხოვრებელ პირობებში მყოფი ახალშობილები: დღეში 1-დან 2 წვეთამდე (590 ს.ე. (საერთაშორისო ერთეული)-1180 ს.ე. (საერთაშორისო ერთეული)). ბავშვები ორი წლის ასაკში (განსაკუთრებით შემოდგომის და ზამთრის პერიოდში): დღეში 1-დან 2 წვეთამდე (590ს.ე. (საერთაშორისო ერთეული) - 1180 ს.ე. (საერთაშორისო ერთეული)); ზრდასრულები: დღეში 1-დან 2 წვეთამდე (590 ს.ე. (საერთაშორისო ერთეული) - 1180 ს.ე. საერთაშორისო ერთეული)). მკურნალობის მიზნით გამოყენება: ვიტამინი D-ს უკმარისობით გამოწვეული რაქიტი და ოსტეომალაცია: დღეში 2-დან 8 წვეთამდე (1180ს.ე. საერთაშორისო ერთეული)- 4720ს.ე. (საერთაშორისო ერთეული), მთელი წლის განმავლობაში. ახალშობილებისთვის და პატარა ბავშვებისთვის პრეპარატის მიწოდება უნდა მოხდეს სასმელით ან საჭმლით სავსე კოვზის მეშვეობით. რადგან არსებობს დოზის გადაჭარბების რისკი პაციენტმა არ უნდა დალიოს პრეპარატი პირდაპირ ბოთლიდან. არ უნდა მოხდეს გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებული დოზის შესავსებად.

გვერდითი მოვლენები: ვიტამინი D3-ის დიდი დოზებით მიღება იწვევს ჰიპერვიტამინოზს და ჰიპერკალცემიას და ასევე მასთან დაკავშირებულ სიმპტომებს: გულის კუნთის დაზიანება. თავის ტკივილი. უმადობა, გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი. კუნთების და სახსრების ტკივილები. ეკოპოლიური კალცინოზი, სიმშრალის შეგრძნება პირის ღრუს არეში.

უკუჩვენებები: ალერგია პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ; თუ პაციენტს აქვს: ჰიპერკალციემია, თირკმლის ქვები, სარკოიდოზი, ღვიძლში და თირკმელებში ქოლეკალციფეროლის ჰიდროქსილაზის აქტიურობის ნაკლებობა.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: აუცილებელია ექიმს ან ფარმაცევტს ეცნობოს ყველა ამჟამად ან წარსულში მიღებული პრეპარატის შესახებ, ისეთების შესახებაც კი რომელთა მიღებასაც აპირებს. პრეპარატის ერთდროული გამოყენება ზოგიერთ შარდმდენთან ერთად (მაგ. ქლოროტიაზიდემი), ზრდის ჰიპერკალცემიის რისკს. კალციუმის პრეპარატის ერთდროულად მიღების დროს საჭიროა გაკონტროლდეს შრატში კალციუმის დონე. ეპილეფსიის საწიააღმდეგო საშუალებებმა (მაგ. კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი და პრიმიდონი) შეიძლება გაზარდოს მოთხოვნილება ვიტამინ D3-ზე. ქოლესტირამინმა, კოლესტიპოლმა თუ ნეომიცინმა შეიძლება შეამციროს ვიტამინ D3-ის შთანთქმა. ვიტამინ D3-ის და გულის გლიკოზიდების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს პრეპარატის ტოქსიკური მოქმედება (გაიზარდა გულის რითმის დარღვევების გამოვლენის რისკი). გლიკოკორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეასუსტოს ვიტამინ D3-ის მოქმედება.

განსაკუთრებული მითითებები: თუ პაციენტი იუვიტ D3-ს ღებულობს სხვა პრეპარატებთან ან ვიტამინი D-ს შემცველ საკვებ პროდუქტებთან ერთად, შესაძლოა ამან გამოიწვიოს დოზის გადაჭარბება. ვიტამინი D3-ის დიდი ხნის განმავლობაში გამოყენების ან 1000 ს.ე. (საერთაშორისო ერთეულზე) მეტი დოზის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია შრატში კალციუმის დონის გაკონტროლება. პრეპარატი იუვიტ D3-ის მიღება საჭმელთან და სასმელთან დაშვებულია.

ორსულობა და ლაქტაცია: თუ პაციენტი ორსულადაა ან ლაქტაციის პერიოდში ან ვარაუდობს, რომ არის ორსულად ან თუ აპირებს ბავშვის ყოლას, პრეპარატის მიღების წინ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. ვიტამინები D3 და მისი მეტაბოლიტები აღწევენ დედის რძეში. არ დაფიქსირებულა პრეპარატის გადაჭარბება იმ ბავშვებში, რომლებიც იკვებებიან დედის რძით.
Show More
More Info
Brand
ჰასკო-ლეკი
Country
პოლონეთი
Generic
cholecalcipherol /vit D-3/
Dose
20000სე/1მლ
Form
წვეთები ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
10მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page