Cevikap dr 100mg/ml 10ml
Cevikap dr 100mg/ml 10ml

Cevikap dr 100mg/ml 10ml

პოლონეთი

მედანა
About Product
საერთაშორისო დასახელება - ascorbic acid
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, პოლივიტამინები, მიკროელემენტები → ვიტამინური პრეპარატები → წყალში ხსნადი ვიტამინები → C ჯგუფის ვიტამინები
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება - 1 მლ შეიცავს 100 მგ ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C)
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო გლიცერინი, გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა
გამჭვირვალე, ღია-ყვითელი ან ყვითელი, მჟავე-მოტკბო გემოს სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინური პრეპარატი

გამოყენების ჩვენებები
ცევიკაპი – ვიტამინი C-ს ხსნარი წვეთების სახით შემუშავებულია სპეციალურად ბავშვებისთვის - იძლევა ასკორბინის მჟავას მცირე, საბავშვო დოზების გამოყენების საშუალებას.
• კომპლექსურ თერაპიაში:
- ინფექციური დაავადებები მომატებული ტემპერატურით, ასევე ზედა სასუნთქი გზების ვირუსული მორეციდივე ინფექციები
- ანთებითი მდგომარეობები

• ვიტამინი C-ში მოთხოვნილების მომატებული მდგომარეობები
- რეკონვალესცენცია
- დაქვეითებული იმუნიტეტი
- სპორტი ან ინტენსიური ვარჯიში

• ვიტამინ Cს ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკის მიზნით იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს:
- ბავშვების ხელოვნურ კვებას
- არასწორ კვებას
- ანორექსიას
- შეწოვის დარღვევას (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს).

გამოყენების გზა და დოზები
პერორალურად.
წვეთების მიღება შეიძლება ერთ ან რამდენიმე დოზად, უმჯობესია ჭამის დროს. ახალშობილებში რეკომენდებულია წვეთების გახსნა წყალში, ჩაიში, წვენში ან საკვებში დამატება.
ერთი წვეთი შეიცავს 5 მგ ვიტამინ C-ს.
პროფილაქტიკური დოზები:
- ბუნებრივ კვებაზე მყოფი და 1 წლამდე ბავშვები: 5-8 წვეთი (25-40მგ-მდე) დღეში;
- 2 წლიდან 11 წლამდე ბავშვები: 10 წვეთი (50მგ-მდე) დღეში;
- 12 წლიდან 17 წლამდე მოზარდები: 15-20 წვეთი (75-100მგ-მდე) დღეში.
თერაპიული დოზები 2-5-ჯერ უფრო მეტია ვიდრე პროფილაქტიკური დოზები (ჩვენების მიხედვით).

გვერდითი მოქმედება
პრეპარატი, რეკომენდებული დოზებით მიღებისას ხასიათდება კარგი ამტანობით. დიდი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს:
- შარდში Mმჟაუნმჟავას მომატებული გამოყოფა, ურატების და ციტრატების კრისტალიზაცია, რაც ზრდის თირკმელში და საშარდე სისტემაში კენჭების წარმოქმნის რისკს
- გლუკოზო-6-ფოსფოდეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პირებში შესაძლებელია გამოვლინდეს ჰემოლიზი
- ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია
- დისპეფსიური მოვლენები (გულძმარვა, ღებინება)
- ჰემორაგიები
- ასკორბინის მჟავას ხანგრძლივი გამოყენება შესაძლებელია გახდეს შეჩვევის მიზეზი
Show More
More Info
Brand
მედანა
Country
პოლონეთი
Generic
ascorbic acid
Dose
100მგ/1მლ
Form
წვეთები ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
10მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page