B-complex amp 2ml #10

B-complex amp 2ml #10

ბულგარეთი

სოფარმა
About Product
რას წარმოადგენს ვიტამინ B კომპლექსი და რისთვის გამოიყენება
ვიტამინ B კომპლექსი - არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს B
ჯგუფის ვიტამინებს და ნიკოტინამიდს. ესენი აუცილებელია ორგანიზმის
ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მონაწილეობენ ცილების, ნახშირწყლების
და ცხიმების ცვლაში. გამოიყენება დაავადებების და მდგომარეობების
მკურნალობისას, რომლებიც დაკავშირებულია B ჯგუფის ვიტამინების და
ნიკოტინამიდის უკმარისობასთან.
2. ვიტამინ B კომპლექსის მიღებამდე
არ მიიღოთ ვიტამინ B კომპლექსი შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პრეპარატის მოქმედი
ნივთიერების, ან რომელიმე კომპონენტის მიმართ;
- თუ გაქვთ მომატებული სისხლის წნევა (არტერიული ჰიპერტენზია) II-III
სტადია;
- ბავშვებში 6 წლამდე.
დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე ვიტამინ B კომპლექსის მიღებისას
- თუ გაქვთ ავთვისებიანი, ან ღვიძლის დაავადება, წყლული, გასტრიტი,
პოდაგრა;
- ვიტამინმა B2
, რომელიც შედის ვიტამინ B კომპლექსის შემადგენლობაში,
შესაძლოა გამოწვიოს შარდის მოყვითალო-ნარინჯისფერი შეფერილობა.
სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება
გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან ცოტა ხნის
წინ იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ
პრეპარატებს.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ მომატებული წნევისათვის
სამკურნალო საშუალებებს, დამამშვიდებელ, საძილე, დეპრესიის საწინააღმდეგო
ან პარკინსონის დაავადების სამკურნლო პრეპარატებს, ეპილეფსიის
საწინააღმდეგი მედიკამენტებს და ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს.
აუცილებელია შეატყობინოთ თქვენს მკურნალ ექიმს ნებისმიერი თანმხლები
მკურნალობის შესახებ სხვა სამკურნალო საშუალებებით, რომ თავიდან
აიცილოთ მათ შორის რაიმე შესაძლო ურთიერთქმედება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის
მიღებამდე.
პრეპარატის მიღება შიძლება რეკომენდირებული დოზებით ორსულობის დროს.
არ არის რეკომენდირებული ვიტამინ B კომპლექსის მიღება ძუძუთი კვებისას.
მისი მიღების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.3. როგორ მივიღოთ ვიტამინ B კომპლექსი
ვიტამინი B კომპლექსი საინექციო ხსნარი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით. ნებისმიერი ეჭვის
შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები: პრეპარატი ჩვეულებრივ შეიყვანება კუნთში ან იშვიათად ვენაში დოზით 1-2 მლ დღეში ან
დღეგამოშვებით 5-10 დღის განმავლობაში.
ბავშვები: პარენტერალური გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის.
დოზირებასა და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი დაავადების სიმძიმისა და
პრეპარატის ამტანობის მიხედვით.
პირველივე შესაძლებლობისას გადადიან ვიტამინი B კომპლექსის ტაბლეტის ფორმით გამოყენებაზე
Show More
More Info
Brand
სოფარმა
Country
ბულგარეთი
Generic
thiamine+pyridoxine+riboflavinum+acidi nicotinici
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
10
Volume
2მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page