ARKOCEAN Magnesium Marin + B6 vials sol oral #20
ARKOCEAN Magnesium  Marin + B6 vials sol oral #20

ARKOCEAN Magnesium Marin + B6 vials sol oral #20

საფრანგეთი

არკოფარმა
About Product
შემადგენლობა: ყოველი ერთი ამპულა შეიცავს: მაგნიუმი 150მგ (კვებითი ღირებულება (NRV) 40%) და ვიტამინი B6 2მგ(კვებითი ღირებულება (NRV) 143%). კონცენტრირებული ოკეანის წყალი, რომელიც მდიდარია მაგნიუმით, კარამელის არომატი-დამატკბობლები: სტევიის გლიკოზიდები-ვიტამინი B6.

ჩვენება: ARKOCEAN ოკეანის მაგნიუმი-შეიცავს მაგნიუმსა და ვიტამინ B6-ს, რომელიც ამცირებს დაღლილობას და პაციენტს ეხმარება ფსიქოლოგიური ბალანსის შენარჩუნებაში.
საკვები დანამატის მთავარ ბაზას წარმოადგენს ოკეანის მაგნიუმი და ვიტამინ B6. მაგნიუმის დეფიციტი იწვევს დაღლილობის და ნერვიულობის-შფოთვის შეგრძნებას.

გამოყენების წესები: 6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდირებულია დღეში ნახევარი ამპულა, 12 წლის ზემოთ კი-ერთი ამპულა.
საკვებ-დანამატში შემავალი აქტიური ინგრედიენტებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია განზავდეს 125მლ წყალში. გასათვალისწინებელია: დანამატის ბუნებრივი შემადგენლობიდან გამომდინარე, გახსნისას შეიძლება მცირე რაოდენობა დაიღვაროს, თუმცა ეს არ აისახება პროდუქტის ეფექტურობაზე. რეკომენდებულია გახსნამდე ამპულა შეანჯღრიონ.

მნიშვნელოვანია დაიცვან რეკომენდებული დოზები. საკვებ-დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოშვების ფორმა: შიგნით მისაღები ამპულა #20.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, ბნელ და გრილ ადგილას.

მწარმოებელი: კომპანია არკოფარმა. არკოფარმა დაარსდა 1980 წელს, ექიმ რომბის მიერ. 1982 წელს არკოფარმამ პირველმა წარადგინა მცენარეული საკვები დანამატი კაფსულის ფორმაში. კომპანიამ 1985 წელს პირველმა აითვისა ნედლეულის კრიოგენური დაფქვის მეთოდი, ხოლო 1986 წელს აღიარებულ იქნა საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

1997 წელს არკოფარმას სრული ასორტიმენტი მოიცავდა ფიტოპრეპარატებს და გახდნენ ლიდერები ფიტოთერაპიაში.

არკოფარმას პროდუქცია იწარმოება საფრანგეთში, კაროსში, ზღვისპირა ალპებში. კომპანია აკონტროლებს ყველა ეტაპს: ნედლეულის მოპოვებას, მის გადამუშავებას და წარმოებას.
არკოფარმას აქვს ექსკლუზიური ფორმულაცია: მწვანე ფორმულაცია, რაც მოიცავს რომ პროდუქცია შეიცავს მხოლოდ ნატურალური წარმოშობის აქტიურ ინგრედიენტს, არის ვეგანური და აგლუტენური, დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე, სადავო ინგრედიენტების, კონსერვატებისა და საღებავის გარეშე. შემავსებლის რაოდენობა მაქსიმალურად შემცირებულია და ძირითადად გამოიყენება მცენარისგან მიღებული დაუმუშავებელი შემავსებელი.
Show More
More Info
Brand
არკოფარმა
Country
საფრანგეთი
Generic
magnesium+pyridoxine
Form
ხსნარი ორალური
Packing
ამპულა
Quantity
20
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page