ჩვენებები - მომატებული ნერვული აგზნებადობა; - ნერვული დაძაბულობა; - გაღიზიანებადობა; - შფოთვის, დათრგუნვის შეგრძნება; - ძილის დარღვევა, უძილობა.
მიღების წესები და დოზები ცენტრალ-ბ მიიღება შიგნით, დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად. პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილებისა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის. მომატებული ნერვული აგზნებადობის, ნერვული დაძაბულობის, გაღიზიანებადობის, განგაშის და დათრგუნვის შეგრძნების დროს ინიშნება 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა _ 6 კაფსულა. ძილის დარღვევისა და უძილობისას ინიშნება 2 კაფსულა ძილის წინ, ნახევარი საათით ადრე. უკუჩვენება - მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; - ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.ორსულობა და ლაქტაცია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის გაცილებით აღემატება შესაძლო რისკს ახალშობილისთვის.