საერთაშორისო დასახელება - pinus aetheroleium+Silbiolum ვიროგელი 3მგ/10მგ/გ გელი VIROGEL
შემადგენლობა: 1გ ვიროგელი შეიცავს: წიწვოვანი ეთერზეთის მძიმე ფრაქცია (Pini aetheroleum) – 3მგ სილბიოლი (Silbiolum) – 10მგ დამხმარე ნივთიერებები:
კარბომერი, ტროლამინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), ეთილის სპირტი, გასუფთავებული წყალი. წამლის ფორმა გელი ინტრანაზალური გამოყენებისათვის ფარმაკოთერაპიული ჯგუფი რინოლოგიური საშულება
ჩვენება ვირუსული ეთიოლოგიის სურდოს სიმპტომური მკურნალობა, რინოვირუსისგან და გრიპის ვირუსისგან სასუნთქი გზების პროფილაქტიკური დაცვა მოზრდილებში და ბავშვებში 3 წლიდან.
გამოყენების წესი და დოზირება გელის მცირე რაოდენობა წაისმევა თხელ ფენად ცხვირის ღრუს წინა ნაწილზე და ცხვირიდან მკვეთრი ჩასუნთქვის გზით, შეიღწევა გელი უფრო ღრმად ცხვირის ღრუში. პროფილაქტიკის მიზნით გელი წაისმევა ყოველ 4 საათში, დაავადების შემთხვევაში - ყოველ ერთ საათში პრეპარატი გამოიყენება 1-2 კვირის განმავლობაში, ქრონიკული დაავადების შემთხვევაში მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
გვერდითი მოვლენები პრეპარატის გამოყენებისას ზოგჯერ შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები პაციენტებში რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა წიწვოვანი ჯიშის ხეების ეთერ ზეთების მიმართ. ალერგიული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ან სხვა გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია, პრეპარატის შემდეგი მიღების თაობაზე.