vicoflu oral spray 20ml #1

vicoflu oral spray 20ml #1

იტალია

ფარმალაინი
About Product
დასახელება - ვისკოფლუ სპრეი ორალური 20მლ #1

ჩვენება
ვისკოფლუ ორალური სპრეი ექტოციკლინ PROg ბაზაზე დამზადებულია რომელიც არის პროპოლისის, გრეიფრუტის ექსტრაქტის და ექტოინის შენაერთი.
ვისკოფლუ ორალური სპრეი მოწოდებულია დამცველობითი და აღდგენითი მკურნალობისთვის ხახის და პირის ღრუს ლორწოვანის ანთებითი პროცესების დროს.
უკუჩვენება
ვისკოფლუ ორალური სპრეის გამოყენება არ უნდა მოხდეს, თუ აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
უკუნაჩვენებია 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
უკუნაჩვენებია ასთმით დაავადებულ პაციენტებში და მათში, ვინც ალერგიულია პროპოლისის მიმართ.
ვისკოფლუ ორალურმა სპრეიმ შეიძლება შეანელოს ან შეაფერხოს ზოგიერთი მედიკამენტის შეწოვა, რადგან მასში შემავალი გრეიფრუტის ექსტრაქტი აინჰიბირებს გარკვეული მედიკამენტების მეტაბოლიზმისთვის საჭირო ფერმენტ CYP 450-ს.
გაიარეთ კონსულტაცია ვისკოფლუ ორალური სპრეის გამოყენებამდე, თუ იღებთ სისხლის შედედებაზე მოქმედ მედიკამენტებს (ასპირინი, კლოპიდოგრელი, დალთეპარინი, ენოქსაპარინი, ჰეპარინი, თიკლოპიდინი, ვარფარინი და სხვა), ციკლოსპორინს და სიმვასტატინს.
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, განსაკუთრებით იმ პირებში ვინც ალერგიულია ფუტკრის ნაკბენის ან ფუტკრის სხვადასხვა პროდუქტების მიმართ. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გააღიზიანოს პირის ღრუს ლორწოვანი ან გამოიწვიოს თავის ტკივილი, დაღლილობა, გასტროინტესტინური დარღვევები. ორალური სპრეის გამოყენების წინ რეკომენდებულია, კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან. პროპოლისის და გრეიფრუტის ჰიდროგლიცერული ექსტრაქტის მაღალი კონცენტრაციის გამო, აპლიკაციის შემდეგ შეიძლება განვითარდეს წვის შეგრძნება. აღნიშნული ეფექტი გაივლის რამოდენიმე წამის განმავლობაში. ანოტაციის მიხედვით რეკომენდაციების გათვალისწინება თავიდან აგვარიდებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
გამოყენების წესი და დოზირება
გამოშვების ფორმაშიადისპენსერი დალუქულ პაკეტში.
მოარგეთ დისპენსერი ბოთლს, მოხადეთ დამცავი თავსახური და გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

რეკომენდებული დოზირებაა:
ბავშვებში 3-დან 6 წლამდე: 1-2 შესხურება პირის ღრუში დღეში 3-ჯერ.
მოზრდილები და ბავშვები 6 წლიდან: 1-2 შესხურება პირის ღრუში, დღეში შეიძლება გამეორება 5-ჯერ.
ლოკალური დაზიანების შემთხვევაში დაიტანეთ უშუალოდ დაზიანებულ უბანზე. პატარა ჩანართების შესაძლო არსებობა განპირობებულია კომპონენტების მაღალი კონცენტრაციით და გავლენას არ ახდენს პრეპარატის ეფექტურობაზე.
რეკომენდებული არ არის 10 დღეზე მეტი ხნით გამოყენება. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკური სიმპტომების სიმწვავეზე. მკურნალობა შეიძლება განმეორდეს წელიწადში რამდენიმეჯერ, მკურალობის კურსებს შორის მინიმუმ ერთ კვირიანი შუალედების დაცვით. ვარგისია გახსნიდან 2 თვის განმავლობაში.
Show More
More Info
Brand
ფარმალაინი
Country
იტალია
Generic
Ectociclin PROg
Form
სპრეი ორალური
Quantity
1
Volume
20მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page