About Product
ტუსიპრესი - 200 მლ სიროფი
ტუსიპრესი არის ინოვაციური კომბინირებული პროდუქტი, რომელიც ამშვიდებს ხველას და იცავს სასუნთქ სისტემას, შეიცავს ტუხტს, ბეგქონდარას, მრავალძარღვას და ისლანდიური ხავსის ექსტრაქტებს.
ტუსიპრესის შემადგენლობა:
- ისლანდიური ხავსი (Cetraria islandica L. Ach.) - გამოიყენება უძველესი დროიდან, ექსტრაქტი შეიცავს ფენოლის ნაერთებს, ეთერზეთებს, პოლისაქარიდებს და ფლავანოიდებს. აქვს იმუნოსტიმულაციური, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პოლისაქარიდები მოიცავს ზედა სასუნთქი სისტემის ლორწოვანის მემბრანას და ქმნის დამცავ ბარიერს, რომელიც ამშვიდებს და ხსნის ხველას.
- მრავალძარღვას ექსტრაქტი (Plantago lanceolata) - აქვს ამოსახველებელი, ანთებისაწინააღმდეგო, ლორწოვან გარსებზე დამარბილებელი მოქმედება. აძლიერებს ბრონქების ლორწოვანი გარსის მოციმციმე ეპითელის წამწამების მოძრაობას და ბრონქული ლორწოს სეკრეციას, იწვევს ნახველის გათხევადებას და აადვილებს მის გამოყოფას.
- ტუხტი (Althaea officinalis) - ამშვიდებს ხველას, ფარავს დაზიანებულ ლორწოვან გარსს თხელი ფენით, არბილებს და შლის მკვრივ, ანთებით ნადებებს (ყელის, ხორხის, ხმოვანი იოგების), აჩქარებს დაზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, იცავს სასუნთქი გზების ნერვულ დაბოლოებებს გაღიზიანებისაგან, აუმჯობესებს მადას, ამცირებს წყურვილის შეგრძნებას.
- ბეგქონდარა (Thymus vulgaris) - სტანდარტიზებული ეთერზეთის ექსტრაქტი თიმოლი ხასიათდება ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური თვისებებით და ასევე აქვს მუკოლიზური მოქმედება. ბეგქონდარას ეთერზეთი ამცირებს გაციების სიმპტომებს, როგორიცაა გაღიზიანებული და შეწითლებული ყელი, ტკივილის შეგრძნება და ხმის ჩახლეჩა.
ჩვენება:
ტუსიპრესის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები ათხიერებს ბრონქულ სეკრეტს, ეხლს უწყობს ამოხველებას, ასევე ავლენს შემომგარსველ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას ხახის ლორწოვან გარსზე.
მიღების წესი:
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ და გამოიყენეთ მზომი ჭიქა.
შეგძლიათ მიიღოთ ყოველ 3 საათში, არაუმეტეს 6-ჯერ დღეში.
ბავშვები 1-დან 6 წლამდე - 2,5 მლ დოზა (მთლიანი 15 მლ)
ბავშვები 6-დან 12 წლამდე - 5 მლ დოზა (მთლიანი 30 მლ)
ბავშვები 12 წელზე უფროსი და მოზრდილები - 5-10 მლ დოზა (მთლიანი 30-60 მლ)
უკუჩვენება:
პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. პროდუქტი არ გამოიყენება მისი შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ტუსიპრესი შეფუთვაში ან ბოთლის ეტიკეტზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
Show More
More Info
221726
Generic
Althaea officinalis+Thymus vulgaris)+Plantago lanceolata+Cetraria islandica