About Product
კომბინირებული მედიკამენტი
შემადგენლობა:
100 გრ პერორალური წვეთი შეიცავს:
შემდეგი მცენარეების 2,6 გრ ნარევის ექსტრაქტს (1:38):
ბაბუაწვერას ბალახი (Taraxaci herba), შვიტას ბალახი (Equiseti herba), ტუხტის ფესვი (Althaeae radix), გვირილის ყვავილები (Matricariae flos), მუხის ქერქი (Quercus Cortex), კაკლის ფოთლები (Juglandis folium), ფარსმანდუკის ბალახი (Millefolii herba) (4:5:4:3:2:4:4);
1.ექსტრაგენტი: ეთანოლი 59% (მოცულობითი თანაფარდობით),
2. - 4. ექსტრაგენტი: გასუფთავებული წყალი.
პრეპარატი შეიცავს 19% (მოცულობითი თანაფარდობით) ალკოჰოლს.
ერთი ტაბლეტი შეიცავს შემდეგი მცენარეების სამკურნალო ნედლეულს ფხვნილის სახით:
ტუხტის ფესვი (Althaeae radix) 8მგ
გვირილის ყვავილები (Matricariae flos ) 6მგ
შვიტას ბალახი (Equiseti herba) 10მგ
კაკლის ფოთლები (Juglandis folium) 12მგ
ფარსმანდუკის ბალახი (Millefolii herba) 4მგ
მუხის ქერქი (Quercus cortex) 4მგ
ბაბუაწვერას ბალახი (Taraxaci herba) 4მგ
სხვა ინგრედიენტები:
ლაქტოზა,სიმინდის სახამებელი, კარტოფილის სახამებელი, სტეარინის მჟავა, გლუკოზას მონოჰიდრატი, კალციუმის კარბონატი, გლუკოზას სიროფი, ინდიგოტინი, დექსტრინი, მონტანის გლიკოლის ცვილი, პოლი (1-ვინილ-2-პიროლიდონი)KK25, პოლი (1-ვინილ-2-პიროლიდონი)KK30, ხეპილპილას ზეთი, საქაროზა, შელაქი, ტალკი, მაღალდისპერსიული სილიციუმის დიოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის ანტისეპტიკური საშუალება.
გამოყენების ჩვენებები
- ზედა სასუნთქი ტრაქტის მწვავე და ქრონიკული დაავადებები (ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი)
- რესპირაციული ვირუსული ინფექციების გართულებების პროფილაქტიკა და როგორც დამხმარე სამკურნალო საშუალება ბაქტერიული ინფექციების ანტიბიოტიკოთერაპიის დროს.
უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან ნებისმიერი დამატებითი იგრედიენტების მიმართ.
- ალერგიული რეაქციები რთულყვავილოვანი ოჯახის ყვავილებზე.
გამოყენების წესი და დოზირება:
მწვავე სიმპტომების არსებობისას:
მოზრდილებმა და მოზარდებმა 12 წლიდან უნდა მიიღონ 25 წვეთი ან 2 შემოგარსული ტაბლეტი 5-6-ჯერ დღეში.
ბავშვებმა 6წ-დან 11 წლამდე უნდა მიიღონ 15 წვეთი ან 1 შემოგარსული ტაბლეტი 5-6-ჯერ დღეში.
ბავშვებმა 1წ-დან 5 წლამდე უნდა მიიღონ 10 წვეთი 5-6-ჯერ დღეში.
სიმპტომების შემსუბუქების შემდეგ მკურნალობა ტონზილგონი® N-ით უნდა გაგრძელდეს დამატებით ერთი კვირა.
დაავდების მწვავე სიმპტომების ალაგების შემდეგ:
მოზრდილებმა და მოზარდებმა 12 წლიდან უნდა მიიღონ 25 წვეთი ან 2 შემოგარსული ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
ბავშვებმა 6წ-დან 11 წლამდე უნდა მიიღონ 15 წვეთი ან 1 შემოგარსული ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
ბავშვებმა 1წ-დან 5 წლამდე უნდა მიიღონ 10 წვეთი 3-ჯერ დღეში.
ტაბლეტი მიიღება მთლიანად, დაღეჭვის გარეშე მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.
წვეთები მიიღება განზავების გარეშე. წვეთები მცირე დროით უნდა გაიჩეროთ პირის ღრუში და შემდეგ გადაყლაპოთ.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევა აღწერილი არ არის.
ჭარბი დოზირების მკურნალობა:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის დროს ტონზილგონ® N-ის დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ პაციენტისათვის სარგებლობისა და რისკის თანაფარდობის განსაზღვრის შემდეგ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის.
მუხის ქერქის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას შესაძლოა შემცირდეს ან დაიბლოკოს ალკალოიდებისა და სხვა ტუტე მედიკამენტების შეწოვა.
Show More
More Info
116427
Generic
althe+matricaria+equisetum+juglans+achillea+quercus+taraxacum