About Product
სოლვეტუსანი
- პრეპარატის აქტიური ნივთიერებაა ლევოდროპროპიზინი.
10 მლ სიროფი შეიცავს 60 მგ ლევოდროპროპიზინს.
- სხვა ინგრედიენტებია: საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მეთილის პარჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილ პარჰიდროქსიბენზოატი (E 216), ალუბლის არომატი (ეთილის აცეტატი, იზოამილის აცეტატი, ბენზალდეჰიდი, ბენზილის სპირტი, ევგენოლი, ვანილინი, ეთანოლი, პროპილენ გლიკოლი), ნატრიუმის ჰიდროქსიდი, 32% ხსნარი, გამოხდილი წყალი.
გამოიყენება:
სოლვეტუსანი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ლევოდროპროპიზინს, რომელიც თრგუნავს ხველას და ხსნის ბრონქოსპაზმს.
სოლვეტუსანი ნაჩვენებია არაპროდუქტიული (მშრალი) ხველის სიმპტომების სამკურნალოდ.
მრავალი მონაცემი მიუთითებს, რომ მედიკამენტი ეფექტურია სხვადასხვა წარმოშობის ხველების დათრგუნვაში, როგორიცაა ხველება ფილტვის კიბოს დროს, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციებთან დაკავშირებული ხველება, ასევე ყივანახველას დროს.
7 დღის შემდეგ თუ თავს არ გრძნობთ უკეთესად ან გრძნობთ უარესად, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
ორსულობა და ძუძუთი კვება:
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის მიღებამდე.
მედიკამენტი უკუნაჩვენებია ორსულებში, ქალებში, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას და ასევე ძუძუთი კვების პერიოდში.
რეკომენდებული დოზა
2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
10-20 კგ: 3 მლ სიროფი 3-ჯერ დღეში;
21-30 კგ: 5 მლ სიროფი 3-ჯერ დღეში;
31-40 კგ: 8 მლ სიროფი 3-ჯერ დღეში.
ზრდასრულები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები, რომელთა წონა 40 კგ-ზე მეტია:
10 მლ სიროფი 3-ჯერ დღეში.
არ მიიღოთ სოლვეტუსანი 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
გამოყენების წესი
სოლვეტუსანის მიიღება პერორალურად, 3-ჯერ დღეში მინიმუმ 6 საათის ინტერვალით.
სიროფის ბოთლს მოყვება საზომი ჭიქა პრეპარატის დოზის, მათ შორის 3, 5 და 10 მლ-ს გასაზომად. ბოთლი აღჭურვილია დამატებითი დამცავი მოწყობილობით-დახურული თავსახურით, რომელიც იცავს ბავშვების წვდომისგან. ბოთლის გასახსნელად დააჭირეთ თავსახურს და დაატრიალეთ ისრით მითითებული მიმართულებით.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 25 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ შეინახოთ მაცივარში ან გაყინოთ.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე.
ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის ვადა ბოთლის პირველი გახსნის შემდეგ: 12 თვე.
Show More