Solucis Syrup 50mg/ml 200ml bottle #1
Solucis Syrup 50mg/ml 200ml bottle #1

Solucis Syrup 50mg/ml 200ml bottle #1

იტალია

აბც ფარმაცეუტიჩი
About Product
საერთაშორისო დასახელება - CARBOCISTEINE
მოქმედი ნივთიერება: კარბოცისტეინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მუკოლიზური საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სიროფი 5% მოზრდილებისათვის: ფლაკონში 200 მლ
100 მლ
კარბოცისტეინი ......... 5.0 გ
დამხმარე ნივთიერებები:
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი 0.15 გ. საქაროზა (35 გ/100 მლ), კარამელის არომატიზატორი, შლიცეროლი პატენტირებული ლურჯი V, ნარინჯისფერ-ყვითელი საღებავი S, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.

ჩვენებები:
პათოლოგიური სქელი ლორწოს გამოყოფით მიმდინარე სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალოდ ბავშვებში და მოზრდილებში (მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტი გამწვავების ფაზაში, ფილტვების ანთება, ბრონქული ასთმა, ბრონქოპნევმონია, ბრონქოექტაზიური დაავადება, შუა ყურის ანთება, რინიტები, სინუსიტები).

მიღების წესი და დოზირება:
5% სიროფი ენიშნებათ მოზრდილებს და ბავშვებს 12 წლის ასაკის ზევით თითო სუფრის კოვზი 3-ჯერ დღე-ღამეში ჭამის შემდეგ;

გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის მხრივ: შესაძლოა ტკივილი კუჭის არეში, ღებინება, დიარეა, ამ შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის დოზის შემცირება.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მასში შემავალი ინგრედიენტების (მათ შორის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატის და სხვა პარაჰიდროქსიბენზოატების) მიმართ ანამნეზში.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს (ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან).
Show More
More Info
Brand
აბც ფარმაცეუტიჩი
Country
იტალია
Generic
carbocysteine
Dose
50მგ/1მლ
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
200მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page