Puroxan syrup 2% 100ml

Puroxan syrup 2% 100ml

ტაილანდი

მ ჰ მანუფაქტურა
About Product
საერთაშორისო დასახელება - DOXOFYLLINE
მოქმედი ნივთიერება: დოქსოფილინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბრონქული ასთმის სამკურნალო საშუალება; ბრონქოლიზური საშუალება; ფსოფოდიესთერაზას ინჰიბიტორი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: ბლისტერზე 10 და 20 ტაბ.
1 ტაბ.
დოქსოფილინი ............ 400 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ხორბლის სახამებელი, მანიტოლი, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
სიროფი 2%: ფლაკონში.
100 მლ
დოქსოფილინი ......... 2 გ
დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა, ნატრიუმის საქარინი, ამონიუმის გლიცირიზინატი, ნატრიუმის მეტალ პარაბელი, ნატრიუმის პროპელ პარაბენი, ალპინის საცხი, პიტნის არომატიზატორის ფხვნილი, სუფთა წყალი.

ჩვენებები:
პუროქსანი ინიშნება ბრონქული ასთმისა და ბრონქების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მქონე პაციენტებში.

მიღების წესი და დოზირება:
ტაბლეტები
მოზრდილებში: გამოიყენება 1 ტაბლეტი (400 მგ) 2-ჯერ დღეში. დოზა შესაძლოა გაიზარდოს 1200 მგ-მდე ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა, ღვიძლის და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები, დოზა შესაძლოა შემცირდეს 1/2 ტაბლეტამდე დღეში 2-ჯერ.
სიროფი
ბავშვებში: დოქსოფილინის რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს დღეში 12 მგ/კგ-ს ორ მიღებაზე. არასაკმარისი შედეგის შემთხვევაში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 18 მგ/კგ-მდე.
მოზრდილებში: გამოიყენება 2 საზომი ჭიქა - 20 მლ (400 მგ) 2-ჯერ დღეში.
ხანდაზმულებში: გამოიყენება 1 საზომი ჭიქა=10 მლ (200 მლ) 2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
♦ იშვიათად აღინიშნება: გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, უძილობა, გულის ფრიალი და ტაქიკარდია.

უკუჩვენებები:
* უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
* ცხოველებზე კვლევებმა აჩვენა, რომ დოქსოფილინი არ ვნებს ნაყოფს და რეპროდუქციულ უნარს. მიუხედავად ამისა, მისი დანიშვნა ფეხმძიმობის დროს ხდება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. არ არის ცნობები დოქსოფილინის გამოყენებაზე მეძუძურ დედებში.

განსაკუთრებული მითითებები:
◄ დოქსოფილინის ნახევარდაშლის პერიოდი შესაძლოა გაიზარდოს ღვიძლის და გულის მძიმე უკმარისობისას.
◄ ზოგიერთი პრეპარატი აფერხებს ქსანტინების (და მათ შორის დოქსოფლინის) გამოყოფას ორგანიზმიდან, მაგალითად: ერითრომიცინი, ტროლეანდომიცინი, ლინკომიცინი (და ამ ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკები), ალოპურინოლი, ციმეტიდინი, პროპრანოლოლი, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. ამ შემთხვევაში საჭიროა დოქსოფილინის დოზის შემცირება.
◄ ფენიტოინი, სხვა ანტი-კონვულსანტებთან ერთად და თამბაქოს მოწევა აჩქარებენ დოქსოფილინის გამოყოფას და ნახევარდაშლის პერიოდს: ამ დროს შესაძლოა დოზის გაზრდა.
◄ პაციენტებში კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით, ან ხანდაზმულებში ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებით, დოქსოფილინი ინიშნება სიფრთხილით.

ჭარბი დოზირება:
მიუხედავად იმისა, რომ დოქსოფილინის დოზის გადაჭარბებისას არ არის დამტკიცებული გულის რითმის სერიოზული დარღვევა, მისი სრული გამორიცხვა შეუძლებლია, ვინაიდან საქმე გვაქვს ქსანტინის რიგის ნივთიერებასთან.
დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბებისას, შესაძლოა გამოვლინდეს გულყრები, რომელიც წარმოადგენს მის პირველად სიმპტომს.
გვერდითი მოვლენების განვითარებისას აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა. მკურნალობის განახლება შემცირებული დოზებით დასაშვებია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

დოქსოფილინი არ უნდა დაინიშნოს ქსანტინის სხვა წარმოებულებთან ერთად. აღწერილია ქსანტინებისა და ეფედრინის ტოქსიური სინერგიზმის შემთხვევები.

ზოგიერთი პრეპარატები აფერხებენ ქსანტინების (და მათ შორის დოქსოფილინის) გამოყოფას ორგანიზმიდან, მაგალითად: ერითრომიცინი, ტროლეანდომიცინი, ლინკომიცინი (და ამ ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკები), ალოპურინოლი, ციმეტიდინი, რანიტიდინი, პროპრანოლოლი, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა.
არ გამოვლენილა რაიმე დამოკიდებულება სისხლის შრატში დოქსოფილინის დონესა და რაიმე უარყოფით ეფექტებს შორის.
Show More
More Info
Brand
მ ჰ მანუფაქტურა
Country
ტაილანდი
Generic
doxofylline
Dose
2%
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
100მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page