palmitol nasal drops 30ml #1

palmitol nasal drops 30ml #1

თურქეთი

ასფარ ილაჩ კოსმეტიკი
About Product
შემადგენლობა

ვიტამინი A (0.01 %)

D-პანთენოლი (0.05 %)

დამხმარე ნივთიერებები: პოლისორბატი 20, დინატრიუმი EDTA, ბენზალკონიუმის ქლორიდი,გლიცერინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პალმიტოლი ატენიანებს და არბილებს ცხვირის ლორწოვან გარსს, ინარჩუნებს ტენიანობას; ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, დერმატოპროტექტორული, რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება.
პალმიტოლი ავსებს პანთოტენის მჟავის დეფიციტს. დექსპანთენოლი გარდაიქმნება ორგანიზმში აქტიურ მეტაბოლიტად - პანთოტენის მჟავად, რომელსაც დიდი როლი ენიჭება ნივთიერებათა ცვლის პროცესში:

– მონაწილეობს ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდებისა და ფოსფოლიპიდების მეტაბოლიზმში;

– უზრუნველყოფს კორტიკოსტეროიდების წარმოქმნას, ახდენს ქოლინის აცეტილირებას;

– მონაწილეობს ეპითელიუმის და ლორწოვანი გარსების აღდგენა-რეგენერაციაში, ადგილობრივად ასტიმულირებს ფიბრობლასტებს, კოლაგენისა (ზრდის მდგრადობას) და ელასტინის ბოჭკოების წარმოქმნას, აჩქარებს მიტოზს.

გამოყენების ჩვენებები

ოპერაციის შემდეგ ქერქების წარმოქმნის შემცირება ,შეხორცების დაჩქარება;
ცხვირიდან ტრავმული სისხლდენის შემცირება;
ენდოსკოპიური გამოკვლევების და ტამპონადის გაადვილება;
ატროფიული რინიტი (ოზენა).
უკუჩვენებები

ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გამოყენების წესი და დოზირება

გამოყენებამდე ფლაკონი შეანჯღრიეთ. 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში 4-5 ჯერ დღეში.

შენახვის პირობები

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 12-25რC .მოარიდეთ ბავშვებს.

გამოშვების ფორმა: ფლაკონი 30მლ.
Show More
More Info
Brand
ასფარ ილაჩ კოსმეტიკი
Country
თურქეთი
Generic
d-panthenol+vit A
Form
წვეთები ცხვირის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
30მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page