Oronorm oral spray  25ml #1

Oronorm oral spray 25ml #1

ეგვიპტე

ამოუნ ფარმაცეუტიკალსი
About Product
საერთაშორისო დასახელება - benzocaine, benzydamine hydrochloride, cetalkonium chloride
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოტორინოლარინგოლოგია → მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედების საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის → ანტისეპტიური საშუალებები_ → კომბინირებული შემადგენლობის სხვა პრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

100მლ ხსნარი შეიცავს:
ბენზოკაინს _ 1.5გ
ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს-----0.15გ
ცეტალკონიუმის ქლორიდს --------0.0413გ

დამატებითი ნივთიერებები:
გლიცეროლი 87%, ეთანოლი 96%, ნატრიუმის საქარინი, ალუბლის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.
ჩვენებები
ორონორმი სპრეი ინიშნება ტკივილების და ანთების საწინააღმდეგოდ შემდეგ შემთხვევებში:
• გინგივიტები
• ფარინგიტები და ტონზილიტები
• ტონზილექტომიამდე და მის შემდეგ, კბილის ექსტრაქციის და სხვა სტომატოლოგიური ოპერაციების დროს.
• პირის ღრუს და ხახის ანთებითი დაავადებები
• პირის ღრუს და ხახის ინფექციური დაავადებები
• პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულები. მაგ. აფთოზური წყლულები.
ორონორმი ასევე გამოიყენება როგორც პირის ღრუს არომატიზატორი და პროფილაქტიკური ანტისეპტიკი პირის ღრუს გასაწმენდად პათოგენური მიკროორგანიზმებისაგან.
მიღების წესები და დოზები
ყველა მიღების წინ ბალონი უნდა შეინჯღრეს.
მოზრდილებში - 2 შესხურება ყოველ 2-3 საათში (მაგრამ 24 საათში არა უმეტეს 16 შესხურებისა).
ბავშვებში 1 შესხურება ყოველ 2-3 საათში (მაგრამ 24 საათში არა უმეტეს 8 შესხურებისა).
არ არის რეკომენდებული ხანდაზმულ პაციენტებში ყლაპვის შესაძლო გაძნელების გამო.

გვერდითი მოვლენები
არ არის დადგენილი

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
უნდა ვერიდოთ სპრეის თვალში მოხვედრას.
პრეპარატის გამოყენებიდან 1 საათის განმავლობაში არაა მიზანშეწონილი საკვების მიღება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მოხუცებული პაციენტების შემთხვევაში. არ არის რეკომენდებული საკვების მიღება და საღეჭი რეზინის დაღეჭვა მაშინ როდესაც პირის ღრუ ანესთეზირებულია (ენისა და ლორწოვანი გარსის ანესთეზიამ შეიძლება გამოიწვიოს ღეჭვის დროს პირის ღრუს ტრავმა).
Show More
More Info
Brand
ამოუნ ფარმაცეუტიკალსი
Country
ეგვიპტე
Generic
benzocaine+benzydamine hydrochloride+cetalkonium chloride
Form
სპრეი ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
25მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page