Lysobact orbil tab #30

Lysobact orbil tab #30

ბოსნია და ჰერცეგოვინა

ბოსნალიჯეკი
About Product
საერთაშორისო დასახელება - lysozyme, pyridoxine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები → ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის

შემადგენლობა
ლიზობაქტი ® თითო ორიბლეტი შეიცავს: ლიზოსიმის ქლორიდი 20.0 მგ.
პირიდოქსინის ქლორიდი 10.0 მგ.
ლიზობაქტი® ორიბლეტი შეიცავს შემდეგ შემავსებლებს: ლაქტოზა, ტრაგაკანტი, საქარინის ნატრიუმი, მაგნიუმის სტრეატი, ვანილინი.

ჩვენებები
ლიზობაქტი ® ორიბლეეტი გამოიყენება ღრძილების ანთების, სტომატიტის, ჰერპესიული ჭრილობების, ოროფარინგული ლორწოვან გარსზე ეროზიული წყლულოვანი ჭრილობების, ბაქტერიული და ტრავმული ეტიოლოგიის დაავადებების დროს.
ლიზობაქტი ® ორიბლეტი შეიცავს ლიზოსიმს და პირიდოქსინს.
ლიზობაქტი ® ორიბლეტი არის მუკოპოლისაქარიდი, რომელიც მოქმედებს გრამდადებით ბაქტერიებზე, შესაძლებელია უჯრედის კედლებიდან არახსნადი პოლისაქარიდი გადავიდეს ხსნად მუკოპეპდიდებში. იგი ასევე მსგავსად მოქმედებს გრამუარყოფით ბაქტერიებზეც, ვირუსებზე და სოკოზე. მას გააჩნია ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და ზრდის ორგანიზმის არასპეციფიურ რეზისტენტობას.
პირიდოქსინი იცავს პირის ღრუს ლორწოვან გარსს. მას გააჩნია წყლულის საწინაარმდეგო მოქმედება.
მიღების წესები და დოზები
მიიღეთ მითითებების მიხედვით.
თუ თვლით, რომ მედიკამენტი სუსტად ან პირიქით, ძლიერად მოქმედებს თქვენს ორგანიზმზე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქცია გამოიყენება პერორალურად.
დოზირება: მოზრდილებში: ჩვეულებრივ მიიღება 2 ორიბლეტი დღეში 3-4 -ჯერ. ორიბლეტი ადვილად იხსნება პირის ღრუში. გახსნილი ნარჩენები რაც შეიძლება დიდხანს გააჩერეთ პირში.
მკურნალობა გრძელდება 8 დღე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება.
ბავშვებში:
7-12 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩვეულებრივ მიიღება ერთი ორიბლეტი დღეში 3-4 -ჯერ.
შენიშვნა: დაუშვებელია ორიბლეტის გადაყლაპვა
ლიზობაქტი ® ორიბლეტის ანტიმიკრობულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას იზრდება მათი თერაპიული აქტივობა.
გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც სხვა მედილამენტებს ლიზობაქტი® ორიბლეტსაც გააჩნია გარკვეული გვერდითი ეფექტები.
თუმცა მედიკამენტი გადაიტანება ადვილად და იშვიათად იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

ორსულობა და ლაქტაცია
მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
მედიკამენტის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
ეს მედიკამენტი არ ახდენს გავლენას მანქანის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე.

განსაკუთრებული მითითებები
- თუ დაფიქსირდა ალერგიული რეაქციები დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება.
Show More
More Info
Brand
ბოსნალიჯეკი
Country
ბოსნია და ჰერცეგოვინა
Generic
lysozym dydrochloride+pyridoxine hydrochloride
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page