Kofol SF syrup 100.0 #1

Kofol SF syrup 100.0 #1

ინდოეთი

ჩარაკ ფარმა
-10% Extra With VISA Card
About Product
შემადგენლობა: 10მლ სიროფი შეიცავს: ექსტრაქტის სახით: გლიცირიზა გლაბრა (Glycyrrhiza glabra) 75მგ; ადატოდა ვაზიკა (Adhatoda vasica) 50მგ; სოლანუმ ქსანტოკარპუმ (Solanum xanthocarpum) 50მგ; კურკუმა ლონგა (Curcuma longa)25მგ; გრძელი წიწაკა (Piper longum)10მგ; არომატიზატორები საკმარისი; რაოდენობით გამოყენებული საღებავი: კარამელი (Caramel).

ჩვენებები: ალერგიული, ინფექციური ან ასთმური წარმოშობის ხველა; გასტრო-ეზოფაგურ რეფლუქსთან ასოცირებული ხველა; სამრეწველო მტვერით-პროფესიული დაავადებით გამოწვეული ხველა.

დოზირება: მოზრდილები: 10მლ 3-ჯერ დღეში. ბავშვები: 2-5 წლის ასაკის ბავშვები: 5მლ 3-ჯერ დღეში. 6-12 წლის ასაკის ბავშვები: 7.5მლ 3-ჯერ დღეში.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

გვერდითი მოვლენები და განსაკუთრებული მითითებები: იშვიათად აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. ჰიპერმგრძნობელობის განვითარებისას უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და მიემართოს ექიმს. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ლაქტაცია: გამოყენება შესაძლებელია.

ჭარბი დოზირების სიმპტომები: დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში.

ჭარბი დოზირების მკურნალობა: სიმტომური მკურნალობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ აღინიშნება.

შეფუთვა: 100მლ ფლაკონში. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 30C ტემპერატურაზე, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
ჩარაკ ფარმა
Country
ინდოეთი
Generic
glycyrrhiza glabra+vasica+curcuma+piper longum
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
100მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page