Isofra nasal spray 15ml #1

Isofra nasal spray 15ml #1

საფრანგეთი

ბუშარა რეკორდატი
About Product
მოქმედი ნივთიერება: ფრამიცეტინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ნაზალური სპრეი: პლასტიკურ ფლაკონში 15 მლ, პულვერიზატორით.

1 მლ

ფრამიცეტინის სულფატი ........... 12.5 მგ (8 000 სე)

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფრამიცეტინი ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ბაქტერიციდული ანტიბიოტიკია და განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის.

ფრამიცეტინის მიღწეული კონცენტრაცია უზრუნველყოფს ბაქტერიციდულ აქტივობას გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ.

ფრამიცეტინი სისტემური აბსორბციის დაბალი დონით გამოირჩევა. ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან პრაქტიკულად არ შეიწოვება და არ ამჟღავნებს სისტემურ მოქმედებას.

ჩვენებები:

რინოსინუსიტის, რინოფარინგიტის, ადენოიდიტის ადგილობრივი მკურნალობა;
ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ენდონაზალური ჩარევის დროს, ანთებითი პროცესების მკურნალობა და პროფილაქტიკა.
დოზირების რეჟიმი:

მოზრდილებში: ერთჯერადი შესხურება თითოეულ ნესტოში 4-6-ჯერ დღეში.

ბავშვებში: ერთჯერადი შესხურება თითოეულ ნესტოში 3-ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა საშუალოდ 7 დღეა.

შესხურების დროს სასურველია ფლაკონის ვერტიკალურ მდგომარეობაში დაჭერა.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად შესაძლოა კანის ალერგიული რეაქციის განვითარება.

უკუჩვენებები:

პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტის ან სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
Show More
More Info
Brand
ბუშარა რეკორდატი
Country
საფრანგეთი
Generic
Framycetin
Dose
1.25%
Form
სპრეი ცხვირის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
15მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page