Hascosept Lozenges Lemon-Honey Flavor 3mg #24
Hascosept Lozenges Lemon-Honey Flavor 3mg #24

Hascosept Lozenges Lemon-Honey Flavor 3mg #24

პოლონეთი

ჰასკო-ლეკი
About Product
დასახელება - ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით

რას წარმოადგენს ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით და მისი გამოყენება

ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით შეიცავს აქტიურ ნივთიერება ბენზიდამინს,
რომელიც მიეკუთვნება ინდოლის ჯგუფის არასტეროიდულ ანტიანთებით
პრეპარატებს (NშAID), ადგილობრივი და ზოგადი გამოყენებისათვის.
ბენზიდამინს აქვს ანტიანთებითი და ანალგეზური მოქმედება და აქვს ადგილობრივი
საანესთეზიო და მადეზინფიცირებელი ეფექტი. ადგილობრივი გამოყენების შემდეგ
მედიკამენტი კარგად შეიწოვება, აღწევს მაღალ კონცენტრაციას ანთებად
ქსოვილებში. ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით განკუთვნილია პირის ღრუს
და ხახის ანთების სიმპტომების ადგილობრივი მკურნალობისათვის. მედიკამენტი
ზოგადად კარგად გადაიტანება.
ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით გამოიყენება პირ-ხახის ანთებასთან
დაკავშირებული სიმპტომების (ტკივილი, სიწითლე, შეშუპება) სამკურნალოდ. ეს
მედიკამენტი წარმოადგენს საწუწნ ტაბლეტებს.
თუ პაციენტი თავს უკეთესად არ გრძნობს ან მდგომარეობა უარესდება 3 დღს
შემდეგ, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ჰასკოსეპტის ლიმონი-თაფლის არომატით გამოყენების წესი:
მოზრდილები და 6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები
რეკომენდებული დოზაა ერთი საწუწნი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
საწუწნი ტაბლეტის გაწუწვნა უნდა მოხდეს ნელა. არ უნდა მოხდეს დაღეჭვა ან
გადაყლაპვა.
არ უნდა იქნას გამოყენებული რეკომენდებულ დოზაზე მეტი. უწყვეტმა მკურნალობამ
არ უნდა გადააჭარბის 7 დღეს.
ბავშვებში გამოყენება
ფარმაცევტული ფორმის გამო, ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით არ უნდა
იქნას გამოყენებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. 6-11 წლის ასაკის ბავშვებში
მედიკამენტი გამოყენებულ უნდა იქნას უფროსების ზედამხედველობის ქვეშ.

ჰასკოსეპტის ლიმონი-თაფლის არომატით დოზის გადაჭარბებისას
შემთხვევით დიდ რაოდენობით საწუწნი ტაბლეტების გამოყენებისას საჭიროა
ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა და პაციენტმა თან უნდა იქონიოს შეფუთვა. ექიმი
მიიღებს შესაბამის ზომებს.
ჰასკოსეპტის ლიმონი-თაფლის არომატით შენახვის წესი
არ მოითხოვს შენახვის სპეციალურ ტემპერატურული პირობებს. ინახება
ბლისტერით, ორიგინალ მუყაოს კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.
Show More
More Info
Brand
ჰასკო-ლეკი
Country
პოლონეთი
Generic
benzydamine
Dose
3მგ
Form
ტაბლეტი საწუწნი
Quantity
24
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page