Grip Hot pow #12

Grip Hot pow #12

თურქეთი

დროგსან ილაჩი
About Product
შემადგენლობა

თითოეული 10 გრ-იანი პაკეტი შეიცავს:
500მგ. პარაცეტამოლს;
10მგ.ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს;
100 მგ ოქსალამინის ციტრატს;
2 მგ ქლორფენირამინის მალეატს.

ჩვენებები
გამოიყენება გაციების(მწვავე ვირუსული რინიტი), სურდოს, გრიპის,რინიტების(სეზონური და წლიური ალერგიული რინიტი,არაალერგიული ეოზინოფილური რინიტი,ვაზომოტორული რინიტი)ზემო სასუნთქი გზების ინფექციების(ფარინგიტი,სინუსიტი,ბრონქიტი და ლარინგიტი) სიმპტომური მკურნალობისათვის.

მიღების წესები და დოზები
ერთი პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 2/3 ჭიქა ცხელ წყალში. მორევის შემდეგ პრეპარატი მიიღება ცხელი სახით. გრიპჰოთი მიიღება 6-საათიანი შუალედებით, დღეში მაქსიმუმ 4 დოზა.

უკუჩვენება
პრეპარატის მიღება არ არის სასურველი რომელიმე შემცველი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას; ღვიძლის, თირკმლის და გულის ფუნქციების მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში; ქლორფენილამინმა შეიძლება გამოიწვიოს 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიური სტიმულაცია; ფენილეფრინი სიფრთხილით ინიშნება მძიმე ჰიპერტენზიით და ვენტრიკულარული ტაქიკარდიით დაავადებულ ავადმყოფებში.ოქსალამინმა ბავშვებში შეიზლება გამოიწვიოს გულისრევა,ღებინება და ჰალუცინაციები.მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთად მიღება უკუნაჩვენებია.პრეპარატი უნდა დაინიშნოს მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდად არა უმცირეს 3 კვირის შემდგომ.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პროსტატის ჰიპერპლაზიის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, ჰიპერთირეოიდიზმის, მძიმე ფორმის ჰიპერტონიის, არითმიების, ცერებროვასკულური დარღვევების დროს. პრეპარატი არ ენიშნებათ პირებს, რომლებიც ასრულებენ ზუსტ საქმიანობას და მძღოლებს.

ორსულობა და ლაქტაცია
გამოყენება ორსულებში: (C კატეგორია)
ორსულობისას პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი, ამიტომ აუცილებლობის გარეშე მისი გამოყენება რეკომენდირებული არ არის.
გამოყენება ლაქტაციისას:
მეძუძურ ქალებში პრეპარატის გამოყენების მონაცემები არ არის ცნობილი, ამიტომ ლაქტაციისას მისი გამოყენება არ არის სასურველი.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება შეფუთული, ოთახის ტემპერატურაზე (25C -ზე დაბლა), მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
დროგსან ილაჩი
Country
თურქეთი
Generic
paracetamol+phenilephrin+coffein+clorpheramine+caffeine
Form
ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად
Packing
პაკეტი
Quantity
12
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page