ჩვენებები: სიმპტომური საშუალება გრიპის, თავის ტკივილის, გაციების, სურდოს, მწერის ნაკბენის კომპლექსურ მკურნალობაში.
დოზირება და მიღების წესი: პრეპარატი მოწოდებულია გარეგანი გამოყენებისთვის. თხელი ფენის სახით დაიტანება კანის მტკივნეულ ნაწილზე და შეიზილება. თავის ტკივილის დროს - საფეთქლებზე, კეფაზე; გაციების დროს შეიზილება ზურგისა და გულმკერდის არეში, სურდოს დროს - ცხვირის ნესტოებზე. მწერების ნაკბენების დროს ბალზამი დაიტანება ნაკბენის ადგილას.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება, რომლის გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და ბალზამის დარჩენილი ნაწილი ჩამოიბანოს კანიდან საპნიანი თბილი წყლით.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. კანის დაავადება და პრეპარატის დატანების ადგილებზე კანის საფარველის მთლიანობის დარღვევა.
განსაკუთრებული მითითებები: საჭიროა თავიდან იქნას აცილებული პრეპარატის მოხვედრა თვალისა და ცხვირის ლორწოვან გარსებზე.
გარეგნული სახე და შეფუთვა: მოყავისფრო-მოწითალო ფერის გამჭირვალე სითხე, ეთერზეთების დამახასიათებელი სპეციფიური სუნით. 5 მლ შუშის ფლაკონში ხრახნიანი პლასტმასის თავსახურით. თითოეული ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15-25C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.