Galazolin nazal dr 0.1% 10ml #1

Galazolin nazal dr 0.1% 10ml #1

პოლონეთი

პოლფა ვარშავის ფარმაც ქარხანა
About Product
სავაჭრო სახელწოდება
გალაზოლინი®
0,05%
გალაზოლინი®
0,1%
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება
Xყლომეტაზოლინი ჰყდროცჰლორიდუმ
წამლის ფორმა
- ცხვირის წვეთები, ხსნარი, 0,05%
- ცხვირის წვეთები, ხსნარი, 0,1%
1 მლ-ს შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი 0,5 მგ და 1,0 მგ;
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ჰიდროფოსფატი ხ 12 H2O, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი ხ H2O,
ნატრიუმის ქლორიდი, სორბიტოლი, ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავას
დინატრიუმის მარილი, ბენზალკონიუმის ქლორიდი 50%, გამოხდილი
წყალი.
აღწერა
უფერო ან თითქმის უფერო, გამჭვირვალე სითხე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ცხვირის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები.
სიმპატომიმეტიკი
ათქ კოდი: ღ01AA07.

სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.
ცხვირის ლორწოვან გარსზე გამოყენებისას იწვევს სისხლძარღვების
შევიწროვებას, ხსნის შეშუპებას, თრგუნავს ცხვირხახის ღრუს
ლორწოვანი გარსების ჰიპერემიას, აგრეთვე ამცირებს სეკრეტის
რაოდენობას.

გამოყენების ჩვენებები
სამკურნალო პრეპარატი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების
სიმპტომატური მკურნალობისათვის:
- ვირუსული ან ბაქტერიული გენეზის მწვავე რინიტი;
- ცხვირის ნესტოების მწვავე ან ქრონიკული, რეციდივირებადი
ანთებები;
- ალერგიული რინიტი;
- შუა ყურის მწვავე ანთება – ყურის მილის გამტარობის აღდგენის
მიზნით.
გამოყენების წესი და დოზები
ცხვირის წვეთები 0,05%
1 წვეთი შეიცავს 0,025 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.
- ბავშვები 4 თვიდან 2 წლამდე:
ხსნარის 1 წვეთი თითოეულ ნესტოში ყოველი 8-12 საათის შემდეგ.
- ბავშვები 2-დან 12 წლამდე:
ჩვეულებრივ ხსნარის 2-3 წვეთი თითოეულ ნესტოში ყოველი 8-10 საათის
შემდეგ.
ცხვირის წვეთები 0,1%
1 წვეთი შეიცავს 0,05 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.
- ბავშვები 12 წლის ზემოთ და მოზრდილები:
ჩვეულებრივ 2-3 წვეთი თითოეულ ნესტოში ყოველი 8-10 საათის შემდეგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს,
კატეგორიულად უკუნაჩვენებია მკურნალობის გაგრძელება 2 კვირაზე მეტ
ხანს.
გვერდითი მოქმედებები
ადგილობრივი:
- წვის შეგრძნება
- ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალის არასასიამოვნო შეგრძნება
- ცემინება
- რეაქციული ჰიპერემია.
სხვა:
- ტაქიკარდია
- არტერიული წნევის მომატება
ძალიან იშვიათად:
- მოუსვენრობა, უძილობა, დაღლილობა, თავის ტკივილი, გულისრევა.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი
- გლაუკომა თვალის კამერის დახურული კუთხით
- მომატებული თვალშიდა წნევა
- ატროფიული რინიტი
- არტერიული ჰიპერტენზია
- გამოხატული ათეროსკლეროზი
- ტაქიკარდია
- ჰიპერთირეოზი
- მდგომარეობები ქირურგიული ოპერაციების შემდეგ, მიმდინარე
ტვინის მყარი გარსის გახსნით
- ბავშვთა ასაკი 4 თვემდე
Show More
More Info
Brand
პოლფა ვარშავის ფარმაც ქარხანა
Country
პოლონეთი
Generic
xylometazoline
Dose
0.1%
Form
წვეთები ცხვირის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
10მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page