Fluisedal syrup 125.0

Fluisedal syrup 125.0

საფრანგეთი

ლაბ. ელერტე
About Product
საერთაშორისო დასახელება - Promethazine+Meglumone
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: H 1 ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორები
შემადგენლობა: 1 მზომი კოვზი (5 მლ) შეიცავს 130 მგ მეგლუმინის
ბენზოატს, 15 მგ პოლისორბატ 20-ს, 2.5 მგ პრომეთაზინის
ჰიდროქლორიდს და 3.6 გ საქაროზას.
1 სადილის კოვზი (15 მლ) შეიცავს 390 მგ მეგლუმინის ბენზოატს, 45 მგ
პოლისორბატი 20-ს, 7,5 მგ პრომეთაზინის ჰიდროქლორიდს და 10.8 გ
საქაროზას.

ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი: ანტიჰისტამინურები სისტემური გამოყენებისათვის, ფენოთიაზინის წარმოებულები, (R: სასაუნთქი სისტემა).
თერაპიული ჩვენება:
1. პრეპარატი რეკომენდებულია არაპროდუქტიული ხველის და გამაღიზიანებელი ხველის სამკურნალოდ მოზრდილებში და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან, განსაკუთრებით როდესაც ხველა ვითარდება საღამოს და ღამის საათებში.
2. ზედა სასუნთქი გზების ხველის სინდრომი, ე.წ. ,,პოსტნაზალური წვეთი“
3. პოსტინფექციური ხველა
4. ყივანახველა

ფლუისედალი სიროფის მიღების წესი: მოზრდილები და ბავშვები 2 წლის ასაკიდან.
დოზირება: მოზრდილები: 3-4 სადილის კოვზი დღეში.
ბავშვებისთვის, გამოიყენეთ 5 მლ მზომი კოვზი სავსე სიროფით და მიჰყევით ექიმის დანიშნულებას.
2 წლიდან - 6 წლამდე: 5 მლ 3-4 ჯერ
6 წლიდან - 12 წლამდე: 5 მლ 4-6 ჯერ
12 წლიდან - 15 წლამდე: 10მლ 3-4 ჯერ დღეში

უკუჩვენებები:
- ჩვილები (2 წლამდე ასაკი) ბრონქიალური სეკრეტის დაგროვების რისკის გამო.
- პრეპარატის რომელიმე კომპონენტის, კერძოდ ანტიჰისტამინების მიმართ ალერგია.
- ადრე გამოვლენილი ან მიმდინარე აგრანულოციტოზი (სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება)
- წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციის დარღვევით ან სხვა ეტიოლოგიით გამოწვეული გაძნელებული შარდვა.
- გლაუკომის გარკვეული ფორმები (თვალშიდა წნევის მომატება).
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე ორსულობის დროს ან სულტოპრიდთან კომბინაციაში.
დამატებითი ინფორმაციის ან კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ელერტე
Country
საფრანგეთი
Generic
meglumine+promethasine+polysorbate
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
125მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page