Eucalyptus tab #20

Eucalyptus tab #20

საქართველო

ნეოფარმი
About Product
შემადგენლობა: ევკალიპტის ზეთი – 6მგ; მენთოლი – 5მგ; ასკორბინის მჟავა – 20მგ;
დამხმარე სუბსტანციები: შაქარი, სორბიტი, ტალკი, კალციუმის ან მაგნიუმის სტეარატი, აეროსილი, მწვანე პიგმენტი.
კომბინირებული ფარმაკოლოგიური საშუალება
წამლის ფორმა: ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი მოქმედების ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული, ამოსახველებელი ეფექტი. მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით მიკრობებზე.
პრეპარატის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას განსაზღვრავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსი: ეთეროვანი ზეთები (80% ცინეოლის შემცველობით), მთრიმლავი ნივთიერებები, ორგანულ მჟავები.

ჩვენება: • პირის ღრუს ანთებითი დაავადებები (გინგივიტი, სტომატიტი და სხვა);
• ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები (ლარინგიტი, ტრაქეიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, ბრონქიტი, და სხვა).
უკუჩვენება: ინდივიდუალური შეუთავსებლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში: თითო ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში საწუწნად დაღეჭვის გარეშე.
ბავშვებში 8 წლის ზემოთ: თითო ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში საწუწნად დაღეჭვის გარეშე.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.
ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმის რეკომენდაციით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან სხვა სახის ურთიერთქმედება: არ არის შესწავლილი.
გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს ზემოქმედებას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა: 10 საწუწნი ტაბლეტი ბლისტერზე. ერთ ან ორ ბლისტერს ათავსებენ მუყაოს კოლოფში.
შენახვის წესი: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25რC ტემპერატურის პირობებში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III (გაიცემა რეცეპტის გარეშე).
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
აკრძალულია პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.
მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი.
Show More
More Info
Brand
ნეოფარმი
Country
საქართველო
Generic
eucalypti+mentholum+acidi ascorbinici
Form
ტაბლეტი საწუწნი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page