საერთაშორისო დასახელება - Plantago major შემადგენლობა: პრეპარატის 100 გ. შეიცავს: მრავალძარღვას ექსტრაქტი 5გ. პიტნის ზეთი 0,01გ. შაქარი 25გ. ჭარხლის სიროფი 50გ. კალიუმის სორბატი 0,15გ. წყალი 19,84გ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის, ხველების საწინააღმდეგო საშუალება.
ფარმაკოდინამიკა: პრეპარატს ახასიათებს ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო, მუკოლიზური მოქმედება.
ჩვენება: ზემო სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები, როდესაც აღინიშნება ხველა ნახველის ძნელი გამოყოფით.
წინააღმდეგჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტებზე.
დოზირება და მიღების წესი: ბავშვებში 1 წლიდან 6 წლამდე 1 ჩაის კოვზი 3-4 საათში ერთხელ, არა უმეტეს 4-ჯერ დღეში. 6 წლის ზევით 1-2 ჩაის კოვზი 2-3 საათში ერთხელ, არა უმეტეს 4-ჯერ დღეში. მოზრდილებში 1 სუფრის კოვზი 2-3 საათში ერთხელ.
გაფრთხილება და გაფრთხილების ზომები: პრეპარტი შეიცავს საქაროზას, რაც გასათვალისწინებელია დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის. არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: არ არის რეკომენდებული სხვა ამოსახველებლებთან ერთად მისი მიღება.