Dexaris nasal spray 15ml N1

Dexaris nasal spray 15ml N1

საბერძნეთი

ვან ფარმა ინდუტრიალი
About Product
დექსარისი

შემადგენლობა:
სუსპენზიის თითოეული მლ შეიცავს 0.2028 მგ დექსამეტაზონის იზონიკოტინატს და 0.5 მგ ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ფოსფატი, ნატტრიუმის დიჰიდროგენ ფოსდფატის დიჰიდრატი, კარმელოზას ნატრიუმი, ბენზილის სპირტი, პოლისორბატი 80, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი/ჰიდროქლორმჟავა, დისტილირებული წყალი.

დექსარისი არის სპეციალური პრეპარატი, რომელსაც გააჩნია ძლიერი ეფექტი, როდესაც ადგილობრივად გამოიყენება მუდმივი და მძიმე ცხვირის გაჭედვის შემთხვევაში. ის შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას, ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდსა და დექსამეტაზონი-21-იზონიკოტინატს.
ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი არის სიმპათომიმეტური პრეპარატი, რომელიც ავიწროებს ცხვირის სისხლძარღვებს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეგუბების გახსნის გზით, რაც უზრუნველყოფს ცხვირის გაჭედვის სწრაფ და ხანგრძლივ შემსუბუქებას. ის ხელს უწყობს ცხვირის გასავლების გახსნას და დახშული (გაჭედილი) ცხვირის მქონე პაციენტებს აძლევს უკეთესად სუნთქვის საშუალებას.
დექსამეტაზონი განეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს სახელწოდებით კორტიკოსტეროიდები (კორტიზონის ტიპი), რომლებიც გამოიყენება ანთების შესამცირებლად და პროფილაქტიკისთვის. დექსამეტაზონს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული თვისებები და ცხვირიდან გამოყენებისას ის ამცირებს და ახდენს ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებისა ან შეშუპების პრევენციას.
დექსარისი ნაჩვენებია 7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში შემდეგ
შემთხვევებში:
- ალერგიული რინიტი (თივის ცხელება), ვაზომოტორული რინიტი, მწვავე რინიტი და
ნაზოფარინგიტი, სინუსიტი და ცხვირის პოლიპები.

მიღება:
მოზრდილები და 7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები 300 -დოზიანი შეფუთვა თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული, საკმარისია 2-3 შესხურება (თითოეული 50 მკლ) თითოეულ ნესტოში 1-3-ჯერ დღეში.
ბავშვებში გამოყენება შეიძლება განმეორდეს 2-ჯერ 24 საათის განმავლობაში.

შეინახეთ 25 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და ფარულ ადგილზე.
Show More
More Info
Brand
ვან ფარმა ინდუტრიალი
Country
საბერძნეთი
Generic
Dexamethasone+oxymetazoline
Form
სპრეი ცხვირის
Quantity
1
Volume
15მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page