Cortair 0.25mg/ml 2ml #20 /TR/

Cortair 0.25mg/ml 2ml #20 /TR/

თურქეთი

ვემ ილაჩ სანაი
About Product
დასახელება - Cortair - კორტაირი 0.25მგ N20 საინჰალაციო ფლაკონი

რა არის კორტაირი და რისთვის გამოიყენება?

კორტაირი შედის მედიკამენტების ჯგუფში, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ბუდესონიდს, გლუკოკორტიკოსტეროიდს და გამოიყენება ანთების საწინააღმდეგოდ
თქვენი ასთმა გამოიწვია სასუნთქი გზების ანთებამ. კორტაირი გამოიყენება ანთების შესამცირებლად ასთმის ყველა სტადიაზე, სუნთქვის ტრაქტის გაფართოების, დაავადების სიმპტომების კონტროლის მიზნით და პერორალური სტეროიდების საჭიროების შესამცირებლად. ცალკე გამოყენება ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადების დროს (COPD) არ არის რეკომენდირებული.

ორსულობა
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან მედიკამენტის მიღებამდე.
ორსულობის პერიოდში წამლის გამოყენებისას ყოველთვის ყურადღებით იყავით. არ არსებობს იმის დასტური, რომ კორტაირის გამოყენება ორსულობის პერიოდში საზიანოა დედისთვის ან ნაყოფისთვის. მიუხედავად ამისა, თუ კორტაირის გამოყენების პერიოდში დაორსულდით, რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს.
თუ შენიშნეთ მკურნალობის პერიოდში რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან მედიკამენტის მიღებამდე.

ბუდესონიდი აღწევს დედის რძეში. თუმცა, კორტაირის თერაპიული დოზის გამოყენებისას ზემოქმედება ბავშვზე არ გამოვლენილა. კორტაირის გამოყენება დასაშვებია ლაქტაციის პერიოდში.

რეკომენდებული საწყისი დოზა :
6 თვის და უფროსი ასაკის ბავშვები: სადღეღამისო დოზა 0.25-0.5 მგ დღეში. თუ ბავშვი ღებულობს კორტიზონს, შეიძლება დაინიშნოს უფრო მაღალი საწყისი დოზა. რამოდენიმე ხნის შემდეგ ექიმს შეუძლია დაარეგულიროს დოზა. ერთჯერადი დოზით შეიძლება დღეში 1 მგ-მდე დოზის შეყვანა.

მოზრდილები / ხანდაზმულები: სადღეღამისო დოზა 1-2 მგ დღეში. რამოდენიმე ხნის შემდეგ ექიმს შეუძლია დაარეგულიროს დოზა. ერთჯერადი დოზით შეიძლება დღეში 1 მგ-მდე დოზის შეყვანა.
სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა.

შენარჩუნების მკურნალობა:
6 თვის და უფროსი ასაკის ბავშვები: სადღეღამისო დოზა 0.25-2 მგ დღეში.
მოზრდილები / ხანდაზმულები: სადღეღამისო დოზა 0.5-4 მგ დღეში. მძიმე შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს.
Show More
More Info
Brand
ვემ ილაჩ სანაი
Country
თურქეთი
Generic
budesonida
Dose
0.25მგ/1მლ
Form
სუსპენზია საინჰალაციო
Packing
ფლაკონი
Quantity
20
Volume
2მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page