- აქტიური ნივთიერება არის კარბოცისტეინი. თითო კაფსულა შეიცავს 375 მგ კარბოცისტეინს. - სხვა ინგრედიენტები: კაფსულის შიგთავსი: მანიტოლი; სიმინდის სახამებელი; ნატრიუმის კროსკარმელოზა; ნატრიუმის ლაურილსულფატი K12; კოლოიდური უწყლო კაჟბადი და მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსი: ჟელატინი; რკინის ოქსიდი წითელი E172; ტიტანის დიოქსიდი E171 და რკინის ოქსიდი ყვითელი E172.
ბრონლესი 375 მგ მყარი კაფსულები (ფურცელ-ჩანართში მოხსენიებულია, როგორც „ბრონლესი“) შეიცავს სამკურნალო საშუალებას, კარბოცისტეინს. იგი მიეკუთვნება “მუკოლიტიკების” ჯგუფის პრეპარატებს. იგი ამცირებს ლორწოს (ნახველის) წებოვნებას და აადვილებს ამოხველებას. ბრონლესი გამოიყენება სასუნთქი გზების პრობლემების დროს, როდესაც წარმოიქმნება ზედმეტი ლორწო ან ლორწო ძალიან წებოვანია.მიმართეთ ექიმს თუ 5 დღის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება ან მდგომარეობა უარესდება.
მიღების წესი
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ აღნიშნული ფურცელი-ჩანართის შესაბამისად ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული დააზუსტეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან. პრეპარატი მიიღება პერორალურად. თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატის ეფექტი ზედმეტად სუსტი ან ძლიერია, თვითნებურად არ შეცვალოთ დოზა, მიმართეთ ექიმს. მოზრდილები და ხანდაზმულები : რეკომენდებული დოზა არის ორი კაფსულა დღეში 3-ჯერ. სიმპტომების გაუმჯობესების შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს ერთ კაფსულამდე, დღეში 4-ჯერ.
ბავშვები : ბრონლესი 375 მგ მყარი კაფსულები არ არის რეკომენდებული ბავშვებისათვის. მიმართეთ ექიმს თუ 5 დღის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება ან მდგომარეობა უარესდება.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.