Bronchobos caps 375mg #30

Bronchobos caps 375mg #30

ბოსნია და ჰერცეგოვინა

ბოსნალიჯეკი
About Product
შემადგენლობა: ბრონქობოსი 375მგ მყარი კაფსულები შეიცავს: კარბოცისტეინი 375მგ. ბრონქობოსი 375მგ მყარი კაფსულების სხვა დამხმარე ნივთიერებებია: სიმინდის სახმაბელი, ჟელატინი, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინის მყარი კაფსულა ზომა # 0. ჟელატინის მყარი კაფსულა ზომა #0 შეიცავს: ტიტანის დიოქსიდი (E171), ქინოლონის ყვითელი (E104), ფორთოხლისფერ-ყვითელი (E110), ჟელატინი.

ჩვენება: ბრონქობოსი გამოიყენება სასუნთქი გზების (რესპირატორული ტრაქტის) პრობლემების დროს, როდესაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ლორწო ან ლორწო ხდება ძალიან წებოვანი.

უკუჩვენება: მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი ღებულობს სხვა მედიკამენტებს, აღენიშნება ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, მეტაბოლური დარღვევა, ჰიპერმგრძნობიარეა ან აღენიშნებოდა ალერგიული რეაქციები მედიკამენტების მიმართ. თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კარბოცისტეინის ან ბრონქობოსი 375მგ მყარი კაფსულების სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. ალერგიული რეაქციის ნიშნები მოიცავს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას, ტუჩების, სახის, ხახის ან ენის შეშუპებას; თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის ან ნაწლავის წყლული. დაუშვებელია მედიკამენტის მიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს. დაეჭვების შემთხვევაში, ბრონქობოსის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.ორსულობა და ლაქტაცია: მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია: თუ პაციენტი არის ორსულად, გეგმავს ორდულობას ან ეჭვობს ორსულობას. ამ პრეპარატის მიღება დაუშვებელია ორსულობის პირველ ტრიმესტრში; ლაქტაციის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში. ორსულობის ან ლაქტაციისას ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

სხვა გაფრთხილებები: ბრონქობოსი 375მგ შეიცავს ფორთოხლისფერ ყვითელს (sunset yellow) (E110), რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.

მიღების წესი: მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს გამოყენების ინსტრუქციის მიხედვით. თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ბრონქობოსის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.

მიღების წესი: ბრონქობოსი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

დოზირება: მოზრდილები (ხანდაზმულების ჩათვლით). რეკომენდებული დოზაა 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში; თუ სიმპტომები უმჯობესდება, დოზა შეიძლება შემცირდეს 1 კაფსულამდე 4-ჯერ დღეში.
ბავშვები: ბრონქობოსი 375მგ მყარი კაფსულები არ არის რეკომენდებული ბავშვებისათვის.
ბრონქობოსი 2.5% სიროფი რეკომენდებულია ბავშვებისათვის.შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 30C ტემპერატურის ქვემოთ.

შენახვის ვადა: 36 თვე. დაუშვებელია ბრონქობოსის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
Show More
More Info
Brand
ბოსნალიჯეკი
Country
ბოსნია და ჰერცეგოვინა
Generic
carbocysteine
Dose
375მგ
Form
კაფსულა
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page